U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი

AutoSharing Option
26 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავს. მესამე მატჩს გია ცეცაძის შეგირდები თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ფეხბურთელებმა ორი შეხვედრა უკვე ჩაატარეს. საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის პირველი დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი ქართველმა ახალგაზრდებმა სერბეთთან ანგარიშით 0:1 დათმეს.

B ჯგუფს ამჟამად ორი მოგებით სერბეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე საფრანგეთია, ნახევარფინალის საგზურს კი მხოლოდ ორი გუნდი მიიღებს.

ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი
აქვს და მარტო საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სერბეთმა საფრანგეთი დაამარცხა და საქართველომ დიდი ანგარიშით მოუგო თურქეთს, შემდეგ ეტაპზე სერბეთი და საქართველო გავლენ.

თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად შესაძლებელია, რადგან სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩისთვის მოედანზე სათადარიგოებს გაიყვანს (იხილეთ ვრცლად).

ამიტომ გია ცეცაძესა და მის შეგირდებს ისღა დარჩენიათ, რომ კარი რაც შეიძლება მაგრად გაიჯახუნონ.

აღსანიშნავია, რომ თურქებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ჩვენი გუნდის კაპიტანი ბაჩანა არაბული. დანაკლისია მეტოქის რიგებშიც - ამავე მიზეზით არ ითამაშებენ მცველი ილკაი დურმუში და ცენტფორვარდი იბრაჰიმ ილმაზი.

მატჩის წინ საქართველოს და თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს (იხილეთ ვრცლად).

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერ­ბე­თი 2 2 0 0 3-1 6
2. საფ­რან­გე­თი 2 1 1 0 2-1 4
3. სა­ქარ­თ­ვე­ლო 2 0 1 1 0-1 1
4. თურ­ქე­თი 2 0 0 2 2-4 0

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ ვინმემ დადოთ ლინკი.ფედერაცია არ ზრუნავს,სამინისტროს არ აინტერესებს,სახელმწიფოს მით უმეტეს.ასეთია ქვეყანა ჯორჯია
vaxvax
17:34 26-07-2013
0
დზალიან მაგარი ბიცჰები ხარტ სჰემოგევლეტ
goga
17:04 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული