საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელი თანატოლები გაანადგურა

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ლატვიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ უკვე ანგარიშით 4:0-ს იგებდა.

არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო (4, 35), ხოლო თითო-თითო გოლი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს გორის "დილას" მცველმა მამუკა კობახიძემ და დანიის "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ.

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმეგი ვ.ვ.ა.-ს
ზურა
16 აგვისტო 2013 23:21
0
მეკარეები, კანკავა, კაშია, კობახიძე, ძარია, ელგუჯა და ვაწაძე. ამათ გარდა ყველა უნდა გავუშვათ.
გურამი89
15 აგვისტო 2013 10:05
0
კანკავა და მეკარეები, დანარჩენები ნარჩენებია.სულისკვეტებაც არ იგრძნობოდა მათში.
Mindia
15 აგვისტო 2013 08:04
0
ეხლაც იტყვის ქეცბაია რა ვქნა ფეხბურთელები არ ვარგიან და რა ვიტამაშოთო. ხომ შეუსრულა ყაზახეთის მწვრთნელმა
daviti
14 აგვისტო 2013 23:46
0
კანკავას და კობახიძზის გარდა მანდ ფეხბურთის აზე არავინა
nodarichi123
14 აგვისტო 2013 21:45
0
გინდათ გაიგოთ მოგების გემო - ეთამაშე... უსინდისოები არიან მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც!!! სექტემბერში არავინ არ მივიდეთ სტადიონზე! იქნებ მიხვდნენ რამეს!!!ცარიელი სტადიონი-ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია!
v.v.a.
14 აგვისტო 2013 20:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული