ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლუქსემბურგს ესტუმრა.
მე-18 წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ გახსნა.
მე-60 წუთზე მასპინძლები 10 კაცის ამარა დარჩნენ, დუეინ ჰოლტერი გააძევეს, რამაც მალე გამოიღო შედეგი - ჯერ მამუკა კობახიძემ (72-ე წთ) გაიტანა, შემდეგ კი გიორგი ჭანტურიამ (78).
საქართველო: ნადირაძე - ტვილდიანი, კობახიძე, კვირკველია, უბილავა - კვეკვესკირი, პაპავა (76. ჯიღაური) - ჭანტურია, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი (80. ფანცულაია) - სხირტლაძე (84. კაჭარავა).