ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასა და შოტლანდიასთან მაქსიმუმს - 6 ქულას ვგეგმავ!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ლუქსემბურსა და სლოვაკეთთან საგარეო მატჩებით დაიწყო - ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა, სლოვაკებთან კი 0:1 წააგო.

21-წლამდელების დამრიგებელ ალექსანდრე ჩივაძეს ფეხბურთის ფედერაციაში შევხვდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით...

როცა ეროვნულ ნაკრებს ასე უჭირს, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა 21-წლამდელთა ნაკრებში, თუ როგორი
ცვლა მოდის უპირველესი გუნდისთვის...

- ჯერ ლუქსემბურგთან შეხვედრა მიმოვიხილოთ...
- თამაშითაც და, რა თქმა უნდა, შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი. ლუქსემბურგმა ასეთი რამ დაგვახვედრა - ათი კაცით საკუთარ საჯარიმოსთან ჩაჯდა.

საერთოდ, ასეთ დროს ძნელია გოლის
გატანა, მაგრამ ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ეს მოვახერხეთ - დავით სხირტლაძემ გაუტანა პირველი გოლი მასპინძლებს და ამის მერე მოწინააღმდეგე, ცოტა არ იყოს, გაიხსნა, რამაც საქმე გაგვიადვილა.

სხვათა შორის, მომდევნო შეხვედრაში ლუქსემბურგი 0:1 დამარცხდა ჰოლანდიასთან და არა მგონია, ხელწამოსაკრავი გუნდი იყოს.

- სლოვაკებთან მარცხის მთავარი მიზეზი რა იყო?
- მეტოქის თამაში ნანახი მქონდა. ვიცოდი, რომ კარგად დაბალანსებულ გუნდთან მოგვიწევდა ბრძოლა. სლოვაკთა მეკარემ ძალიან ძლიერად ითამაშა და ამის გამო რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

საუკეთესო შანსი გიორგი ჭანტურიას ჰქონდა. ორი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით... ანუ, ეს ის შემთხვევაა, როცა წაგების მიუხედავად, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი.

მომდევნო შეხვედრები 10 და 14 ნოემბერს გვაქვს, შესაბამისად, ჰოლანდიასა და შოტლანდიასთან, რითიც შესარჩევი ეტაპი, ფაქტობრივად, უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევა და ამ ორ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ - 6 ქულის აღებას ვგეგმავთ!

- საგოლე მომენტების ვერგამოყენება ახსენეთ, რაც ალბათ იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ თავდასხმაში მეტი კონკურენციაა საჭირო. სხირტლაძის გარდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კიდევ ვის აქვს თავის გამოჩენის შანსი?
- შესარჩევის დაწყების წინ, ავსტრიულ შეკრებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი ქვილითაიამ, სამწუხაროდ, მერე ის უგუნდოდ იყო.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე თავის გამოჩენა შეუძლიათ ნიკა კაჭარავას, ბაჩანა არაბულს, ირაკლი ქოაბალიას, გიორგი ფანცულაიას...

სხირტლაძემ კარგად ითამაშა ლუქსემბურგთანაც და სლოვაკეთთანაც და ამიტომ ვერ ვათამაშეთ მის ნაცვლად ფანცულაია. კარგი იქნება, თუ მას მეტი სათამაში პრაქტიკა ექნება "ორჰუსში", ქვილითაიას კი - "დილაში".

- ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებით სჭირდება ისეთი მცველები, რომელთაც შეტევაში ეფექტურად ჩართვა შეუძლიათ. ამ მხრივ რომელი ფეხბურთელების მიწოდება შეუძლია 21-წლამდელთა ნაკრებს ჩვენი უპირველესი გუნდისთვის?
- თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია მიაღწიო სერიოზულ შედეგს, თუ გუნდს შეტევაში მცველებიც არ დაეხმარებიან. როცა მეტოქე 10 კაცით იცავს თავს, თუ მცველები არ დაგეხმარებიან, მოედნის კონკრეტულ მონაკვეთებზე რიცხობრივ უპირატესობას ვერ მოიპოვებ.

ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი განაპირა მცველები გვყავს აჩიკო ტვილდიანისა და დავით უბილავას სახით. უბილავა სულაც ორი წლით უმცროსია 21-წლამდელებზე და კარგია, რომ ასეთი მარცხენა მცველი გამოჩნდა საქართველოში.

სტანდარტული სიტუაციის დროს შეტევაში კარგად ერთვებიან ჩვენი ცენტრალური მცველებიც - სოლომონ კვერკველია და მამუკა კობახიძე.

- ახალგაზრდული ნაკრების ნახევარდაცვასა და ფლანგიდან შემტევებზეც გვითხარით - რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ ლუქსემბურგსა და სლოვაკეთთან?
- ჭანტურიამაც და ყაზაიშვილმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. ამდენ საგოლე მომენტს რომ შექმნი, ეს თავისით არ მოდის, უბრალოდ, სლოვაკთა მეკარემ ისე ითამაშა, რომ...

რაც შეეხება ნახევარდაცვას, ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი პაპავამ და ლაშა პარუნაშვილმა ისე ითამაშეს, მათთან პრეტენზიები არ მაქვს.

- "დილადან" ხორვატულ "ჰაიდუკში" გადასულ გიორგი ილურიძეს ახალგაზრდულ ნაკრებში რა პოზიციაზე ხედავთ?
- ცენტრფორვარდის უკან, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: სლოვაკები მეკარემ გადაარჩინა [VIDEO]
ლუქსემბურგი-საქართველო 0:3: ჩივაძე დიდი ანგარიშით იწყებს
ალექსანდრე ჩივაძე: მთავარია, ჩვენ რას წარმოვადგენთ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეჰ ყმაწვილებო.. ნეტა სიბრძნეც გადამდები იყოს.

მაგრამ არ არის სამწუხაროდ, და ამიტომ სანამ ჩივაძეზე რამეს იტყვით სუყველამ ერთად ცინგლი გამოიწმინდეთ.

გაბელიაზეც ამას ეუბნებოდი ყველა უზრდელ ტუტუცს და ლაწირაკს და ეხლაც იგივეს გეტყვით.
Zviad.
06:13 16-09-2013
0
სხვათა შორის ორადორჯერ გვყავდა შედარებით ღირსეული ეროვნული ნაკრები და ორივეჯერ ბატონი საშას მწვრტნელობისას, არავის დაავიწყდეს!
შაკო
13:37 15-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული