21-წლამდელთა შეკრება 7 ოქტომბერს დაიწყება და ასეთი რა ტრავმა ჰქონდა, რომ ეროვნული ნაკრების შემდეგ უკვე ახალგაზრდულის შეკრებაზეც ვერ ჩამოდისო?
ილურიძეს ხორვატიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
- ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე არ ჩამოდიხართ. ხორვატიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ხომ ითამაშეთ?
- ცოტა სხვაგვარად არის საქმე. თბილისიდან რომ დამიკავშირდნენ და ჩემი მდგომარეობით დაინტერესდნენ, ვუთხარი, რომ წელის ტკივილი
- კი, მაგრამ "რიეკასთან" ითამაშეთ და ტრავმირებული როგორ ხართ? ტრავმით ითამაშეთ?
- საქმე ისაა, რომ მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე, უკნიდან წიხლი ჩამარტყეს. ამის გამო "რიეკასთან" მოედანზე გამაყუჩებლით გავედი, შუა თამაშის დროს კი ტკივილმა ისე შემაწუხა, ნემსის გასაკეთებლად მოედანი დროებით დავტოვე და შემდეგ მაინც დავბრუნდი - ცოტა უცნაური ამბავი კი იყო, მაგრამ ამ მატჩის ჩანაწერი არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ.
ეს ფედერაციის წარმომადგენლისთვის არ დამიმალავს. მითხრა, ორ დღეში დაგიკავშირდებითო.
- ანუ ახალგაზრდულ ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არ გითქვამთ?
- ნაკრების შეკრებაზე უარი როგორ უნდა ვთქვა?! მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა მდგომარეობაში ვიქნები. ვთქვი, რაც მჭირდა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ - ნაკრებში თამაში ძალიან მინდა - გნებავთ ეროვნული გუნდი იყოს და გნებავთ - ახალგაზრდული.
გთხოვთ, ჩემი სიტყვები ზუსტად ასე დაწეროთ, რადგან რაღაც გაუგებრობა მოხდა. არც ფედერაციას სჭირს ჩემი ჯინი და არც მე ვამბობ ნაკრებზე უარს.
დღეს ექიმთან ვიყავი, სისხლჩაქცევები მაქვს, ორი დღე არ მივარჯიშია, "კუსტოსიასთან" სათასო შეხვედრაც გამოვტოვე და შემდეგ ტურშიც, 5 ოქტომბერს, "სპლიტთან" ვითამაშებ თუ არა, ესეც საეჭვოა.
მაგრამ ახალგაზრდულის შეკრება 7 ოქტომბერს იწყება და ჯერ ვერ ვიტყვი, ამ დროისთვის ვარჯიშს შევძლებ თუ - ვერა. თუ ვივარჯიშებ, რატომაც არ ჩამოვალ?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"