გიორგი ჭანტურია: მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადო

AutoSharing Option
გვეშველა, გავიტანეთ და გავიმარჯვეთ - არა ფარერებ-ანდორასთან, არამედ შოტლანდიის საკმაოდ ამბიციურ ახალგაზრდულ გუნდთან.

ის ფაქტი, რომ სქოთებმა 14 ოქტომბერს თბილისში ქვეყნის სახელი და ტრადიცია ღირსეულად ვერ წარმოადგინეს, ჩვენების გამარჯვებას ვერ დააკნინებს.

სიხარული იგრძნობოდა საქართველოს ნაკრების იმ მოთამაშეთა შორისაც, რომელთაც შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ.

სხვათა შორის, თითოეული მათგანი 10 ოქტომბერს თბილისში ჰოლანდიასთან წაგებული (0:6) მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახსენებდა...

გიორგი ჭანტურია:
"ჰოლანდიასთან უხეში შეცდომების გამო წავაგეთ
და ამ სამარცხვინო შედეგისთვის მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადო. ამას ძალიან განვიცდიდით და მაყურებლის გახარება ამიტომაც გვსურდა.

მადლობა მათ, ვინც წაგების მიუხედავად, დღეს მაინც გვერდში დაგვიდგა. ბიჭებმა კი თავი დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა.

სამწუხარო ისაა, რომ პენალტი ვერ გამოვიყენე, არადა, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. თუმცა, მიმაჩნია, რომ პირველი 11-მეტრიანი წესების დაცვით შევასრულე და მისი არჩათვლის მიზეზი ვერ გავიგე".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა
ლაშა პარუნაშვილი: შოტლანდია ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით
გიორგი ნადირაძე: 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო, მაგარი ხარ !!!
elene
20:31 15-10-2013
0
კლასი ძლიერ გუნდებთან უნდა გამოაჩინო. შოტლანდიის ამ გუნდმა ფეხბურთის თამაში არ იცოდა და მაგათთან ყველა პელე იქნება და ნაშებს თავს კი მოაწონებენ, მაგრამ ჩვენ ქომაგები მაგით არ მოვტყუვდებით. ასე რომ საქმეს მიხედეთ და მერე ილაპარაკეთ. არავინ გთხოვთ ლაპარაკს. თქვენი საქმე ფეხბურთის თამაშია.
class
21:48 15-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული