მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას მეორე არხი განახორციელებს.
მატჩის წინა დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით...
- რა მდგომარეობაა გუნდში, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?
- "ზესტაფონის" მცველმა თედორე გრიგალაშვილმა ამ გუნდის დუბლებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო. შოტლანდიაში ყოფნისას ეს ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა, გუშინაც შეახსენა თავი და სლოვაკეთთან მისი თამაში გამოირიცხა.
- მის ნაცვლად სხვა მცველი გამოიძახეთ ნაკრებში?
- კი,
- საინტერესოა, რა განლაგებით ითამაშა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიაში 14 ნოემბერს...
- მარჯვენა მცველი - ნიკა კვეკვესკირი, დაცვის ცენტრში - მამუკა კობახიძე და სოლომონ კვერკველია, მარცხნივ - დავით უბილავა; ნახევარდაცვის ცენტრში - გიორგი პაპავა და ლაშა პარუნაშვილი; თავდასხმის ცენტრში - გიორგი ჭანტურია, მარჯვენა ფლანგზე ჯაბა ჯიღაური, მარცხნივ - ჯანო ანანიძე, შუაში - ვაკო ყაზაიშვილი.
- სლოვაკეთთან მატჩისთვის განლაგებასა და შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავთ?
- ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს საბრძოლველად - ამას ვგეგმავთ.
- სლოვაკეთს სტუმრად უკვე ეთამაშეთ, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეთ და მერე აქეთ გაუშვით გოლი. როგორ დაახასიათებდით მოწინააღმდეგე გუნდს?
- თქმა აღარც კი სჭირდება იმას, რომ ძალიან რთული თამაში გველის. სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრები ძალისმიერი, კარგად ჩამოყალიბებული გუნდია, ახლახან ჰოლანდიას 2:2 ეთამაშა და ცხრილში მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს - ეს ყველაფერი სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ სერიოზული მეტოქე გვყავს.
- ალბათ, იმის იმედიც გაქვთ, რომ გორში ამ შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი დაესწრება და, შესაბამისად, მხარდაჭერაც დიდი იქნება...
- დარწმუნებული ვარ, გორელი გულშემატკივრები მხარს აქტიურად დაგვიჭერენ, თუმცა ისიცაა, რომ ქომაგი კარგი თამაშით ფეხბურთელებმა უნდა აიყოლიონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS სლოვაკეთი - აუცილებლად მოსაგები!
ალექსანდრე ჩივაძე პრობლემებით და იმედით: კარგი შანსი გაგვიჩნდება, თუ...
U21. სლოვაკეთი-საქართველო 1:0 - სლოვაკები მეკარემ გადაარჩინა [VIDEO]