ამ წაგებით ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგეს.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - 21-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლამის მოედნის ცენტრიდან ატარა ბურთი და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა - 1:0.
ანგარიშში უპირატესობა 4 წუთში გავფლანგეთ - სლოვაკთა იერიშს ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ისარგებლა კაროლ მასაროშმა და ახლო მანძილიდან ნადირაძეს აუღებელი დაურტყა -
შესვენებამდე ქართველ ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის ბოლო ათმა წუთმა მათ შეტევებში ჩაიარა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იმედები 62-ე წუთზე ონდრეი დუდამ დაასამარა - 1:2.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჩივაძის შეგირდებმა მატჩის ბედის შემობრუნება ვერ შეძლეს, მსაჯის მიერ წამატებულ დროში კი მესამე გოლიც მიიღეს - თავი შრანცმა გამოიჩინა.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს III ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები 5 მარტს შინ ლუქსემბურგს მიიღებენ, 4 სექტემბერს კი ჰოლანდიას ესტუმრებიან.
U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ჯგუფი
საქართველო-სლოვაკეთი 1:3
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (21), 1:1 მასაროში (25), 1:2 დუდა (25), 1:3 შრანცი (90+3).
გაფრთხილება: კვეკვესკირი, ჭანტურია, შკვარკა, პაური.
საქართველო: გიორგი ნადირაძე, სოლომონ კვირკველია, დავით უბილავა, მამუკა კობახიძე, ჯამბულ ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯანო ანანიძე (46, პაპავა), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია (57, სხირტლაძე).