შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში პირველი მატჩი ნოდარ აკობიას შეგირდებმა 20 იანვარს ყაზახ თანატოლებთან გამართეს და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ჯგუფის მეორე მატჩში ქართველი ჭაბუკების მეტოქე ირანის 1999 წელს დაბადებულთა გუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველობისთვის ამ მატჩში ფრეც ჰყოფნიდათ, აკობიას გაწვრთნილებმა მეტოქეს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგეს.
ანგარიში გიორგი ჯობავამ გახსნა, ბექა მიქელთაძემ
შესვენების შემდეგ ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - ტაიმის დასაწყისში ჯერ ჯობავამ შეძლო ზედიზედ ორი გოლის გატანა, შემდეგ კი ცოტნე ნადარაიამ გააწბილა ირანელები - 5:0.
მე-6 და მე-7 გოლების ავტორი ერეკლე ლებანიძე გახდა, მატჩის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში იმავე ჯობავამ დააფიქსირა, რომელმაც ამ თამაშში პოკერი შეასრულა - 8:0.
განვითარების თასი 2014. მინსკი. B ჯგუფი. II ტური
საქართველო U17-ირანი U15 8:0 (2:0)
გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)
საქართველო U17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე
ტურნირი ოთხი სამგუნდიანი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილზე გასულები ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.
ქართველი ჭაბუკების შემდეგი მეტოქე A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება (სავარაუდოდ, ლიტვა), რომელსაც აკობიას გუნდი 23 იანვარს დაუპირისპირდება.
ან რა ხდება ქართულ ფეხბურთში?