ალექსანდრე ჩივაძე - ისევ ახალგაზრდულში, ვასილ მაისურაძე - 19-წლამდელებში?

AutoSharing Option
25 დეკემბერს რესტორან "ქალაქურში", წლის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა - "ჯვაროსნებს" კახა ცხადაძე დამოძღვრავს. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებზე მსჯელობს.

იყო ლაპარაკი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს 19-წლამდელთა ყოფილი დამრიგებელი ვასილ მაისურაძე ჩაიბარებდა, რომლის კანდიდატურაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც განიხილებოდა.

როგორც გავიგეთ, ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის რანგით მეორე ნაკრების თავკაცად კვლავ ალექსანდრე ჩივაძეს განიხილავს, მაისურაძე კი 19-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში 2015 წლის შემოდგომიდან ჩაერთვება.

სად იმუშავებენ გიორგი
დევდარიანი
და გია ცეცაძე, ეს ჯერ უცნობია.

კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ:

"ეს კანდიდატურები მართლაც განიხილება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მალე ყველაფერი გეცოდინებათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გია დევდარიანი სანაკრებო მწვრთნელია,ცხადაძე კი საკლუბო.ორივეს აქვს მიღწევები თავიანთ ამპლუაში,მაგრამ ფედერაციამ მაინც უნდა გაახილოს თვალები და დაინახოს დევდარიანის სანაკრებო პეტენციალი.
კახას კი წარმატებას ვუსურვებ.
zaza
13:47 26-12-2014
0
რა უნდა ამ ფედერაციას, რატო აგინებინებენ ასე მწარედ ხალხს თავს.
შაკო
13:57 26-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული