U17. საქართველო-უკრაინა 2:0 [LIVE]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასზე" ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს უკრაინელ თანატოლებთან მართავს.

თამაშისთვის თვალის მიდევნება შეგიძლიათ ამ ბმულზე.

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით იმარჯვებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკა ნინუამ მე-11 წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი არაბიძემ მე-80 წუთზე დააფიქსირა.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი
U17. საქართველო-უკრაინა 2:0
გოლი: ნინუა (11), არაბიძე (80).

საქართველო: ლევან ისიანი, ომარ ბულუხაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (57, გაგა კუხიანიძე), გიორგი ბერძენაძე, ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (62, დავით
სამურკასოვი), ირაკლი ბუღრიძე (57, ვატო არველაძე), გიორგი არაბიძე, გიორგი კოხრეიძე (67, ნიკა კვანტალიანი), გიორგი გვასალია (69, გიორგი წულეისკირი).

* * *
შეგახსენებთ, რომ გოჩა ტყებუჩავას გუნდმა პირველ მატჩში ირანის თანატოლთა ნაკრებს სძლია (1:0), ხოლო უკრაინა ლატვიასთან დამარცხდა - 1:2.

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ბიჭებო, ყოჩაღ!
ბექა
15:08 20-01-2015
0

სიახლეები პოპულარული