U17. საქართველო-ბელორუსი 2:1 - "ახალი" არველაძე გვეზრდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასზე" IV-VI ადგილებისთვის პირველი მატჩი მასპინძელ ბელორუსთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის 22-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ხუთ წუთში თურქული "ქასიმფაშას" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ (რევაზ არველაძის ვაჟი) ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

მე-80 წუთზე, როცა ფინიშს აღარაფერი აკლდა, ინიციატივა საკუთარ თავზე კვლავ არველაძემ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ტურნირის მასპინძლებთან მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობაური (41.
კუხიანიძე), ბერძენაძე, ნინუა, სამურკასოვი (76. ყურაშვილი), არველაძე, კოხრეიძე (65. არაბიძე), კვანტალიანი (54. ბუღრიძე), გვასალია (50. წულეისკირი).

25 იანვარს საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, რომელ ადგილზე დაასრულებენ ტურნირს ჩვენი ჭაბუკები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო, ვატო! ნიუ არველაძე!!!!
ADROANDRO
25 იანვარი 2015 21:49
0
ყოჩაღ ბიჭებო, სულ წარმატებით გევლოთ. ვატო გაიხარე.
gizog
25 იანვარი 2015 19:31
0
დღეს იაპონიასთან რომელ საათზეა...ლაივში არ შემოგვთავაზებთ?
ზაზა
25 იანვარი 2015 14:29
0
იმ *** რო კითხო,ეხლაც იტყვის ქართული ფეხბურთი მოკვდაო დააა...მაგარი ჭირი მოვიშორედ ისე...ვენაცვალე ცხადაძეს!ამ ბიჭებს კი მინდა წარმატება ვუსურვო,მჯერა მოვა ჩვენს ქუჩაზეც გაზაფხული!
davidbe
25 იანვარი 2015 11:18
0
მამამისი არ გვეყოფოდა ...
jora
25 იანვარი 2015 11:03
0
ტკებუჩავას ჯერ უმკურნალეტ მაგისტვის ნაკრების ჩაბარება როგორ შეიზლება ტან ასაკობრივის საშინელებაა
kacho
25 იანვარი 2015 08:54
0
მერე რატომარაკენებდა ვატოს ეს ვიტომ მცოდნე ტკებუჩავა რევაზ კარგად შეუცკვე ხელი მას და მარტო მას არახარ სცორი არიცის მაგ კაცმა პეხბურტი არა და სამკურნალოა ტან
nukri
24 იანვარი 2015 23:25
0
გაიხარეთ ბიჭებო!
დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი თაობა გააცოცხლებს ქართულ ფეხბურთს!
ფერნანდო
24 იანვარი 2015 20:34
0

სიახლეები პოპულარული