არჩილ არველაძე: ახალგაზრდულისთვის საინტერესო ვარიანტებს განვიხილავთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მალე დაიწყებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას. ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, გუნდში იმ თაობამ მოიყარა თავი, რომელსაც რეალურად შეუძლია ქომაგების გახარება.

ცხადია, ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ ამხანაგური მატჩები, რათა სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ კარსმომდგარ ბატალიებს.

რა მდგომარეობაა ახალგაზრდული ნაკრებისთვის სპარინგების მომზადების კუთხით?

ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ და აი, რა გავიგეთ:

"საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს სან მარინოსთან მატჩით იწყებს. მანამდე ჩვენი გუნდი აუცილებლად ითამაშებს ამხანაგურ მატჩებს, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

საბოლოო შეთანხმება ჯერ არავისთან გვაქვს, თუმცა საინტერესო ვარიანტებს კი განვიხილავთ...

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობა შეიკრიბება იქ, თუმცა ის კი ვიცით, რომ ტურნირი მადრიდში არ იქნება, ერთ-ერთ პროვინციაში დაგეგმეს...

ამის პარალელურად, გვაქვს შეთავაზება თურქეთის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებისგანაც. გარდა ამისა, არის 5-6 შეთავაზება ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები არ მოაკლდება", - გვითხრა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში ჩივაძეს დაეხმარებიან ოთარ გაბელია და გელა ინალიშვილი, მეკარეებს კი დავით გვარამაძე მიხედავს.

შეგახსენებთ, რომ VI საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან მარინო იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
კაი რა,ბევრი აქვტ გაკეთებული არა ხურმა,სწორწდ ესენი იყვნენ ფეხებს რო უფრთხილდებოდნენ ნაკრებში და ეხლაც ასეა,შEჭამე ამათმა ქართული ფეხბურთი
bacho
11 თებერვალი 2015 19:57
0
20 კომენტარი და ოცივე უარყოფითი(არველაძეების მიმართ)... რაღაც დასკვნები უნდა გაკეთოს ფედერაციამაც.ალბად არის აქ რაღაც ისეთი,რაზეც ვიღაცამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილებები მიიღოს.მარტო გინებით არ წავლენ,ეს ხომ ყველამ ვიცით?
ზაზა
11 თებერვალი 2015 19:32
0
არველაძეები მიბლოკავენ შვილს 17წ ნაკრებში ტყებუჩავაც მაგათი მოყვანილია რასაც ეტყვიან იმას აკეთებს მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად მეც ვეძებ იქნებ ვინმეს დავარეკინო
Gia
11 თებერვალი 2015 16:38
0
ბატუმს სტადიონი დაუნგრიეს და კორპუსები ააგეს.ზუგდიდს კი სტადიონის ნაცვლად პარკი,,,,,,,,,,,,,,რა ფეხბურტზეა საუბარი
ნუკრი კუტალია
11 თებერვალი 2015 16:24
0
ფედერაციაში ყველამ ვიცით რასაც წარმოადგენენ არველაძეები. აი როგორც ფეხბურთელი ნაკრებისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული და მოდი ნუ გავლანძღავთ როგორც ფეხბუღთე;ი არ იმსახურებენ
ეს უბრალოდ ჩემი აზრია მეგობრებო
gaga
11 თებერვალი 2015 16:02
0
მოშორდით ფედერაციიდან არველაძეებო!!! ჯერ ნაკრებში გქონდათ თავზე .... და ახლა ფედერაციაში! შოთას სანამ ბოთლების სროლა არ დაუწყეს მანამდე არ წავიდა ნაკრებიდან!
zura
11 თებერვალი 2015 15:50
0
სან მარინოს აქ მოვუგებთ.
baxmana
11 თებერვალი 2015 15:21
0
გაბელია რომელს მოგაპიქრდატ ეგ პირველი .... რომ დაგენიშნატ მაგრამ ტქვენ კველა ეგეტები არახარ მაქ
kacho
11 თებერვალი 2015 15:16
0
მაისურაძეს ჩააბარეთ ახალგაზრდული...ხალხს აძლევთ მიზეზს ლანძღვისთვის.ჩივაძე დიდი,გენიალური ფეხბურთელი იყო,მაგრამ მწვრთნელად ვერ მუშაობს!მაისურაძემ ამ ბიჭებით 1/2ფინალს მიაღწია...
ზაზა
11 თებერვალი 2015 15:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული