ალექსანდრე ჩივაძე: ეს არის თაობა, რომლისაც მთელ საქართველოს ეიმედება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ურთულესი ევროშესარჩევი ჯგუფი რომ ერგო, ეს უკვე ვიცით. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებს ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან მარინოს ნაკრებთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

25-27 მარტს ჩვენი ახალგაზრდები ევროშესარჩევი ციკლის პირველი მატჩისთვის (სან მარინოსთან) მზადებას დაიწყებენ ანტალიურ შეკრებაზე, სადაც ბოსნიასა და უკრაინასთან ისპარინგებენ.

ქვეყნის რანგით მეორე გუნდის თავკაცი ხშირად ესწრება საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს და სანაკრებო კანდიდატებს არჩევს.

ალექსანდრე ჩივაძემ "ვიტ ჯორჯია"-"ცხინვალის" მატჩსაც ადევნა თვალი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად (ჩივაძემ მცხეთიდან პირდაპირ "დინამო"-"დილას" თამაშს მიაშურა), "ლელოსთან" სასაუბროდ
მაინც მოიცალა.

- რა ეტაპზეა ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობის შერჩევა?
- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ვაკვირდებით და გარკვეული მონახაზიც გვაქვს. შეკრების დაწყებამდე კიდევ ერთი ტურია და იმ თამაშებსაც დავესწრებით.

- თურქულ შეკრებაზე ლეგიონერებსაც იახლებთ?
- რა თქმა უნდა! ვუკავშირდებით, მიდის კონსულტაციები, ყველაფრის საქმის კურსში ვართ.

- ცნობილია, რომ 3 ივნისს, სან მარინოს წინააღმდეგ ევროშესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებს ვერ დაიხმარებთ, რადგან მათ ოფიციალური შეხვედრები უწევთ. ეს გარკვეულ პრობლემებს ხომ არ გიქმნით?
- ჩვენ არც ერთი ნაკრების ინტერესი არ უნდა დავაზარალოთ. ამ ბიჭებს უთუოდ მოვიაზრებთ გუნდში, თუმცა სან მარინოსთან მათ გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა, შედარებით უფროსებს დავეყრდნობით.

- ხომ არ გყავთ მონახაზში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ ფიქრობთ ახალგაზრდულ ნაკრებში მის მოწვევაზე?
- არის ასეთი ფეხბურთელი: ვალერიან გვილია. მის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ის უკრაინის მოქალაქეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვიცით, რომ მას სურს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში.

- ფაქტია, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ კონტინგენტი ისეთია, რომ იმედი არის. თქვენს ფაქტორსაც ვერ გავექცევით - სადაც კი გიმუშავიათ, ყველგან დადებით ატმოსფეროს ქმნით. როგორც იტყვიან, გუნდი "მოგყვებოდათ", ფეხბურთელებს ეიმედებოდათ თქვენი...
- მართალი ხართ, ურთულესი ჯგუფია, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ უიმედოდ ვართ. ეს არის თაობა, რომლისაც მთელ საქართველოს ეიმედება. ვიბრძოლებთ წარმატებისთვის ყველა მეტოქესთან, რაოდენ მჭექარეც უნდა იყოს მისი სახელი.

თანაც, ახალგაზრდული ნაკრების ამ შემადგენლობის სოლიდურ ნაწილს უკვე აქვს ამ ნაკრებში თამაშის გამოცდილება. გემახსოვრებათ, თუნდაც ჰოლანდიასთან გასვლით შეხვედრაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავდა ნაკრებში, ახლაც რომ შეუძლიათ თამაში...

* * *
ჩივაძესთან საუბარი აქ დავასრულეთ. მწვრთნელმა ვალერიან (ვაკო) გვილია ახსენა. "ლელო" ამ ფეხბურთელის თაობაზე უკვე წერდა.

20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" დუბლებში თამაშობს და ცოტა ხნის წინათ ჰეთ-თრიკიც შეასრულა "ჰოვერლა-ზაკარპატიესთან" გასვლით მატჩში. გვილიამ "მეტალურგის" მაისურა უკრაინის პრემიერლიგის სამ შეხვედრაშიც მოირგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
დანიშნეთ მაისურაზე გაანთავისუფლეთ ჩივაზე ...
vato
15:06 11-03-2015
0
ბეგი ხარ თუ ვიგაც ... მაისურაზე უნდა დაენიშნათ ამ ბიჩებთან მაგრამ ჩივაზე ... მიუარდა და არმოახსნევინა თავი ვერ მოერიენ მარტივად რომ ვთქვად რაექნად მაისურაზესთვის რჩებოდა უმუშევარი ადგდნენ და მიადგენ აკობიას დაბალ გობეს აი რატომაც არი ... თქVENI ცIVAძE
kaxa
15:13 11-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული