U17. საქართველო მასპინძელ ჰოლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
12 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. გოჩა ტყებუჩავას შეგირდების მეტოქე მასპინძელი ჰოლანდია იყო.

ნაიჯელ რობერტამ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. სწორედ მან შეძლო მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა. საბოლოოდ, 2:0 ჰოლანდიის სასარგებლოდ.

ჰოლანდია-საქართველო 2:0
საქართველო: ისიანი, ბერძენაძე (45. ჭურაძე), ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (32. ბულუხაძე), კობოური, ყურაშვილი, კუხიანიძე, არველაძე, კოხრეიძე, გვასალია (66. ბუღრიძე), არაბიძე

III ჯგუფში, ჰოლანდიისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებები მონაწილეობენ. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიის ნაკრებმა ჩრდილოეთი ირლანდია 4:0 გაანადგურა.

აქვე
ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისია მეორე ადგილზე გასვლაც. ერთი გამონაკლისის გარდა - კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ ერთი, უარესი მაჩვენებლების მქონე მეორეადგილოსანი ვერ მოხვდება.

17-წლამდელებს შორის ევროპის პირველობა 6-22 მაისს, ბულგარეთში გაიმართება. 
მკითხველის კომენტარები / 13 /
Shemadgenlobas Shexedet mainc :-)arveladzis bichis garda vis caikvandnen sxvebs xom erti tavit sjobs. mapia saqmeshia :-)
simartle
09:44 13-03-2015
0
Mamikos bichebi amovidnen kelshi
simartle
10:02 13-03-2015
0

სიახლეები პოპულარული