31 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ, I ჯგუფის მეორე შეხვედრაში წაგებით გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.
ანგარიში პორტუგალიელებმა უკვე მე-4 წუთზე, პედრო როდრიგესის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნეს.
ტაიმის მიწურულს ზურაბ მალანიამ (45) გაათანაბრა, გურამ გოშთელიანმა კი 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინაც გაიყვანა.
მაგრამ ქართველმა ჭაბუკებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - ოთო გოშაძის კარი ჯერ ფლავიო სილვამ
88-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან ლუკა ზარანდია გააძევა.
მანამდე გამართულ შეხვედრაში, ესპანელმა ჭაბუკებმა თურქი თანატოლები გაანადგურეს - 5:0.
დუბლით ბორხა მაიორალი გამოირჩა (55, 77 წუთებზე), თითო კი ალფონსო პედრასამ (8) ხესუს ვალეხომ (43) და მარკო ასენსიომ (73) გაიტანეს.
ამ გამარჯვებით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ჯგუფს სათავეში მოექცა.
ელიტრაუნდი, რომელსაც თბილისის მასპინძლობს, 3 ივნისს დასრულდება - მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე პორტუგალია ესპანეთს, ხოლო საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.