გოჩა ავსაჯანიშვილი: ალბათ, ისე ვერ დავქოქე ბიჭები, როგორც საჭირო იყო

AutoSharing Option
ყაზახეთში გამართულ "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მესამე ადგილი ერგო. ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა მასპინძელი ყაზახეთი არ დაინდეს - 8:1.

თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გოჩა ავსაჯანიშვილს დავუკავშირდით და ტურნირის შეფასება ვთხოვეთ:

- ბატონო გოჩა, მართლაც საწყენია - ფინალისკენ სავალი გზა საქართველოს ნაკრებს ერთმა ყვითელმა ბარათმა გადაუკეტა...
- ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით მეც და ფეხბურთელებიც. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. აზერბაიჯანელებმა იცოდნენ, რომ ფრე სჭირდებოდათ და ყველაფერი გააკეთეს ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ორი ასპროცენტიანი მომენტი
გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

როგორც იცით, აზერბაიჯანის ნაკრებს ჩვენ თბილისში ვეთამაშეთ ამ რამდენიმე დღის წინათ და ორივე შეხვედრა მოვუგეთ. აქ უკვე ჩემი ბრალიცაა - ალბათ, ისე ვერ "დავქოქე" ბიჭები, როგორც საჭირო იყო.

- მთლიანობაში, ტურნირს როგორ შეაფასებდით?
- თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ეგაა, რუსეთთან სასტარტო მატჩმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო. რუსული ფეხბურთი ხომ იცით, როგორიცაა? ჩვენს ბიჭებს ფეხებში ურტყამდნენ გაუთავებლად. ამას მოჰყვა იმავე სტილის მქონე ბელორუსთან თამაში. ტრავმები გვაწუხებდა. ექიმებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს, ორმა ფეხბურთელმა კი ნემსების დახმარებით ითამაშა.

- ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებში თუ მოხვდნენ ჩვენი ბიჭები?
- "პრეზიდენტის თასის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გიორგი ჩაკვეტაძე, საუკეთესო მეკარის პრიზი კი ჩვენი გუნდის გოლკიპერ ლუკა გუგეშაშვილს ერგო.

- როგორც ვიცით, აგვისტოს ბოლოს პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებთ...
- ასეა. იქ ძალიან ძლიერი შემადგენლობა იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმტებები პოლონეთში.
Kaki
17:38 29-06-2015
0
საკმაოდ კარგად დაქოქე ბიჭები ისინი კარგად გამოვიდნენ ნეტა ასე პირველი ნაკრები თამაშობდეს
ემზარი
17:27 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული