22:58 07-10-2015
ლობჟანიძის სუპერგოლი და ქურდაძის ბრწყინვალე "სეივი" ესპანეთთან [VIDEO]
AutoSharing Option
7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა უკვე მე-2 წუთზე, მუნირ ელ ჰადადის გოლით გახსნეს, თუმცა უკვე მე-5 წუთზე მათე ცინცაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.
პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარში კი ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ანგარიშში წინ გასვლაც შეძლეს. ესპანელთა საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა - 2:1.
მასპინძელთა სიხარულმა სულ წუთნახევარს გასტანა - მარკო ასენსიომ უმალ აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ კი ჯერ ბორხა მაიორალმა (67) აიღო ბექა ქურდაძის კარი, შემდეგ კი 73-ე წუთზე ელ ჰადადიმ მიითვალა დუბლი.
შეიძლება ითქვას, დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მეკარე ქურდაძე თამაშობდა, რომელმაც რამდენჯერმე კი იხსნა კარი აშკარა გოლისგან, მაგრამ ბოლო წუთზე დანი სებალიოსის დარტყმულს მაინც ვეღარ გაუმკლავდა - საბოლოოდ 2:5.
დღესვე გამართულ ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატიის 21-წლამდელებმა სტუმრად სან-მარინოს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 7-0 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6
3. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-8 1
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არაუშავს სამაგიეროთ სანმარინოს ხო ვუგებთ:) ვაი ქართულო ფეხბურთო რა ძნელია შენი გადარჩენა
0
0
მკვდრის გადარჩენა არ გამიგია მე. ახალი უნდა დაიბადოს ალბათ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული