U17. საქართველო-სლოვაკეთი 3:4 - მარცხი დამატებულ წუთზე

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ჯგუფში, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობს, პირველი მატჩი სლოვაკ თანატოლებთან გამართა და დრამატულ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა.

ანგარიში გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა პენალტით გახსნა. მე-10 წუთზე 11-მეტრიანიდან დარტყმა ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა, თუმცა სლოვაკებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს გერებენიტსის (22) გოლით.

მეორე ნახევრის დასაწყისში ლუკა გუგეშაშვილის კარში ზედიზედ ორი გოლი გავიდა - ვიციანმა 55-ე, ხოლო ვაჟკომ 59-ე წუთზე გაგვიტანა და ანგარიში 3:1 გახდა სლოვაკთა სასარგებლოდ.

ქართველმა ჭაბუკებმა ორბურთიანი სხვაობის გაქვითვა ნიკა ნინუასა (66) და ლევან
ხარაბაძის
(71) გოლებით შეძლეს, თუმცა ქულის აღების შანსი თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაინც დაკარგეს - საბოლოო ანგარიში კოპასმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბექა ქავთარაძე, ლევან ბარაბაძე (67, ლაშა ნიკოლეიშვილი), ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა.

ჯგუფის მეორე მატჩში მასპინძელი უნგრეთი რუმინელ 17-წლამდელებთან დამარცხდა - 1:2.

მომდევნო მატჩს ავსაჯანიშვილის გუნდი 26 ოქტომბერს სწორედ რუმინეთთან ჩაატარებს, 29-ში კი - მასპინძლებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში კვარტეტიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სელექციის მამა ხარ ავსაჯანაშვილო, რეგიონებში გადით და ერთი ბიჩი არ მოიძებნა ხო ნაკრებისთვის?_ გადით კიარა ერთი თამაშიც არ გექნებათ ნაყურები რეგიონებში ბიჭების.
beqq
17:37 24-10-2015
0
სელექციის მამა არა ... რომ აიყვანა ესაა შედეგი
რრრრ
19:10 24-10-2015
0

სიახლეები პოპულარული