გორში ანგარიშის გახსნა სტუმრებს 22-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ორიოდ წუთში შვედების კარში გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ნიკა კაჭარავაზე თამაშგარე დააფიქსირა. შვედები 33-ე წუთზეც გადარჩნენ - გატანის კარგი შანსი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილი ურტყამდა სახიფათოდ,
პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა, პრაქტიკულად, შეტევაში გაატარა, თუმცა შვედებმა კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლეს.
შესვენების შემდეგ საწყის წუთებში შვედების მიერ მოწოდებული კუთხური სახიფათო იყო, მაგრამ გადავრჩით. მე-60 წუთზე კი უკვე სტუმრები გადარჩნენ - ჯერ ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კაჭარავამ ბურთს ფეხი ვერ შეაგება, ერთ წუთში კი უკვე ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.
და იმ ფონზე, როცა უპირატესობას ვფლობდით, მაინც შვედებმა გაიხარეს - 71-ე წუთზე, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, კერიმ მრაბტიმ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბექა ქურდაძისგან შორეულ კუთხეში.
მატჩის ბედიც აქ გადაწყდა - დარჩენილ დროში გათანაბრების შანსი კუთხურის შემდეგ ლაშა დვალს ჰქონდა, თუმცა...
ალექსანდრე ჩივაძის გუნდს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 6 შეხვედრაში (2 მოგება, 4 წაგება) 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), უბილავა, ცნობილაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კაჭარავა (62, ჭანტურია), ფანცულაია (46, ქოჩლაძე).
მაგრამ მე არ მომწონს ამათი ძველმოდური თამაში. რა ვქნა? ენა ჩავიგდო? თუ ვთვა რომ ძველმოდურ ფეხბურთს ვთამაშობთო. რაც შეეხება ქინქლაძეს-ჯობია არაბიძემ გუნდური თამაში ისწავლოს, ვიდრე ქინქლაძეს მიბაძოს. ქინქლაძე ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.
''აღფრთოვანებას'' იწვევს. რატომ არ დადის სტადიონებზე ხალხი გითხრათ?არავის უნდა წაგებულ თამაშზე დასწრება.