გია გეგუჩაძე: მიკვირს, ეს ხმები რატომ აგორდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე დაამტკიცა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიასთან თქვა, რომ გეგუჩაძე ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება.

27 იანვარს, 15 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გეგუჩაძე პრესკონფერენციას გამართავს. იქვე მას ოფიციალურად წარადგენენ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი კომენტარი "ლელოსთან" გააკეთა.

"ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მომავალს იმედით ვუყურებთ. გეგმებსა და ჩემს ხედვებზე პრესკონფერენციის დროს ვილაპარაკებ", - ამბობს გეგუჩაძე.

მან კატეგორიულად
უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს, კახა ცხადაძის ნაცვლად ეროვნულ ნაკრებში მუშაობა შესთავაზეს:

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ამ თემაზე პირადად ჩემთან არავის არაფერი უთქვამს. თავიდანვე ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს და მიკვირს, ეს ხმები რატომ აგორდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ღმერთმა სიკეთე მისცეს გეგუჩაძეს, კაი ხასიათზე მყოფობის მიზეზიც (ბევრი),ჩემი აზრით ძალიან ღირსეული კაცია, არა მგონია ვინმეს ჰქონდეს საფუძველი ცუდის თქმისა..
dato
13:58 27-01-2016
0
ღმერთმა სიკეთე მისცეს გეგუჩაძეს, კაი ხასიათზე მყოფობის მიზეზიც (ბევრი),ჩემი აზრით ძალიან ღირსეული კაცია, არა მგონია ვინმეს ჰქონდეს საფუძველი ცუდის თქმისა..
dato
13:56 27-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული