საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - გამარჯვება პირველ სპარინგში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ მარტს საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ვასილ მაისურაძის შეგირდებს დარჩათ - 4:1.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და პირველი ტაიმი თავიანთ სასარგებლოთ ჩაამთავრეს, თუმცა შესვენების შემდეგ ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს: დუბლით ლევან ხარაბაძე გამოირჩა, თითოჯერ კი გიორგი ჩაკვეტაძემ და ზურა დავითაშვილმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის ზურა დავითაშვილისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ორი წლით უფროსი ასაკის მოთამაშეთა ნაკრებში.

მაისურაძის გუნდი სომეხ 18-წლამდელებს 3 მარტს
"მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

ამხანაგური მატჩი
01.03. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1

გოლები: 0-1 პეტროსიანი (8), 1-1 ხარაბაძე (41), 2-1 ჩაკვეტაძე (პენ.45), 3-1 ხარაბაძე (60), 4-1 დავითაშვილი (75).

საქართველო U17:
გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (64’ ვირუბოვი), ქაფიანიძე (78’ კასრელიშვილი), ასათიანი (კ) (58’ შიხაშვილი), ხარაბაძე (78 ნიკოლეიშვილი), კუცია, ანდრონიკაშვილი (41’ ოზბეთელაშვილი), ნინუა (41’ შეწირული), სპანდერაშვილი (41’ დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (64’ ქავთარაძე)
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი U18: შაშატუნი, მურადიანი (72’ გევორგიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (56’ სპრეციანი), მანუკიანი (58’ გრიგორიანი), ნადირიანი (კ) (72’ ტერ-პეტროსიანი), ე. მოვსისიანი, ავაგიანი (56’ ხარბუტიანი), ა. მოვსისიანი (41’ მელქოიანი), პეტროსიანი (72’ ნ. არუთინიანი), ჰ. არუთინიანი (66’ პოღოსიანი)
მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
გაფრთხილება: 25’ ნინუა, 29’ კუცია, 32’ ე. მოვსისიანი
გაძევება: 66’ ჰ. არუთინიანი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეორე თამაში მაინც გვაჩვენეთ ვინმემ რა იყოთ
dato
16:36 01-03-2016
0
ხო რააააა!!!გვაჩვენეთ ფეხბურთი თქვე ლაპუსტაკებო თქვენა,დავიღალეთ ამ პოლიტიკით,ამ გრიგოლიებით,ბუკებით,ბესელიებით და ელისაშვილებიიიიიიიიით!!!!ფუ თქვენი ტელევიზორის ჩართვა შემაჯავრეთ.
asea es
17:25 01-03-2016
0

სიახლეები პოპულარული