U17. რუსეთი-საქართველო 1:0 - სასწაულის იმედად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩშიც დამარცხდა, ამჯერად - უპრინციპულეს მეტოქე რუსეთთან. წაგებაცაა და წაგებაც. ქომაგს გული განსაკუთრებით რუსეთთან მარცხის გამო დასწყდა...

ფაქტია - იმის მიუხედავად, რომ ჩვენებს ორი მატჩის შემდეგ ქულაც კი არ აქვთ, ვასილ მაისურაძის გუნდს მაინც შერჩა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ამისთვის საჭიროა, კვირას, ბოლო ტურში, მინიმუმ 3 ბურთით მოვუგოთ იტალიას და ბოსნიამ პარალელურ მატჩში რუსეთი დაამარცხოს. რამდენად რეალურია ეს შანსი, თავად განსაჯეთ...

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ნათქვამია. რაკი მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ
არის, ახლა მოვერიდებით ჩვენი ფიასკოს მიზეზების დაწვრილებით ანალიზს. ბევრმა ნამატჩევს ხელი მწვრთნელისკენ გაიშვირა. მე ასე არ ვფიქრობ. მას შემდეგ, რაც გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა, ვიღაცას უნდა გაებედა "საჭესთან" მისვლა და მაისურაძემ გაბედა. მისთვის ეს თაობა უცხო იყო. ვფიქრობ, მწვრთნელი თავიდან მეტ რესურსს ელოდა, ვიდრე დახვდა.

მე უფრო ის ვერ გამიგია, რატომ მოხსნეს გოჩა ავსაჯანიშვილი, ვინც დიდი ხანია, მოჰყვებოდა ამ ბიჭებს. სხვათა შორის, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოუგო არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ამ ნაკრებმა ამავე რუსეთს ამხანაგურ მატჩში.

ჩემთვის ისიც რთული ასახსნელია, რატომაა დაკომპლექტებული ნაკრები მხოლოდ თბილისური კლუბების ფეხბურთელებით. გასაგებია, რომ ასაკობრივი ჩემპიონატების ცხრილში ისინი სხვებზე ზემოთ არიან, ისიც ვიცი, წელგამართულ დედაქალაქურ კლუბებს გამორჩეული პროვინციელი მოზარდები რომ თავისთან მიჰყავთ, მაგრამ... მაინც გასაკვირია, ნაკრებში რეგიონებიდან რომ არ არის ფეხბურთელი - ნუთუ, ასე უვარგისია იქაური რესურსი?!..

ახლა კონკრეტულად მატჩზე. თუ რაიმე ლოგიკა არსებობს, ეს თამაში არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ვერ შევირგეთ ბურთი და დიდი ტერიტორიული უპირატესობა. შეიმჩნევა, რომ ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ელემენტარულ საფეხბურთო ნიუანსებში ვერ ერკვევა.

ოდითგანვე მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - გოლს ვერ გაიტან, თუ კარში არ დაარტყი! გუშინ არაერთ ხელსაყრელ ეპიზოდში დაგვიგვიანდა კარში დარტყმა. ოდნავ უკეთესი გუნდი რუსეთს ნაღდად მოუგებდა და ამ ჯგუფიდანაც გავიდოდა.

ბოსნიასთან წაგებული მატჩის შემდეგ მაისურაძემ ცვლილებებს მიმართა. შედეგად, საქართველომ უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე ბალკანელებთან, თუმცა წარმატებისთვის საკმარისი არც ეს აღმოჩნდა.

ქართველებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს და უკვე მესამე წუთზე კინაღამ გავხსენით ანგარიში. გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად დაარტყა, თუმცა რუსები მეკარე პიოტრ კოსარევსკიმ გადაარჩინა, ვინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში.

მე-12 წუთზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა ბექა ქავთარაძეს. პირველ შემთხვევაში მას კოსარევსკიმ აჯობა, შემტევის განმეორებით დარტყმას კი სიზუსტე დააკლდა. ჩანდა, რომ საქართველო გოლს ამწიფებდა, თუმცა ეს გოლი ვერა და ვერ მომწიფდა. წეღანაც ვთქვი - რამდენჯერმე კარში დარტყმა დავაგვიანეთ, რამდენჯერმე - ელემენტარულ სიტუაციაში შევცდით...

ქართველთა სასტარტო აღტკინებამ რომ გადაიარა, 22-ე წუთზე რუსეთმა პირველი მომენტი შეგვიქმნა. სტანისლავ ლაცევიჩმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო, მაგრამ არანაკლებ კარგად ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა - ქართველთა მეკარემ "ცხრიანიდან" ჩამოხსნა ბურთი.

უპირატესობა ჩვენი იყო, რუსებმა კი, რომ იტყვიან, გასახდელში გაგვაყოლეს გოლი. "სტანდარტულის" შემდეგ ვიაჩესლავ გრულევმა აუღებელი თავური დაარტყა.

მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, გიორგი ივანიაძეს ძალიან სახიფათო თავური რომ აუცდა. მერე ჩაკვეტაძე ურტყამდა ჯარიმიდან და რუსები ისევ გადარჩნენ. ეს იყო და, ქავთარაძემ კარში დარტყმა დააგვიანა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ქართველთაგან კარგი შანსი ჰქონდა სანდრო შეწირულსაც, რუსთაგან კი მომენტები მაგომედ სულეიმანოვმა და დანიილ უტკინმა გაანიავეს. ბოლოს რაღაც საფინალო შტურმისმაგვარიც ვცადეთ, მაგრამ ვერც ამისგან გამოვადნეთ გოლი.

იმედგაცრუებულმა ვასილ მაისურაძემ ბოდიში შემოგვითვალა - პრესკონფერენციას ვერ დავესწრებიო.

ელიტრაუნდს კი კვირას, იტალიის ნაკრებთან მატჩით დავასრულებთ. ვნახოთ, ხანდახან სასწაულებიც ხდება...

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 გრულევი (40)
რუსეთი: კოსარევსკი, ზახაროვი, გოლუბევი, ბოროდინი (15. ლუკიანჩიკოვი), უტკინი, სულეიმანოვი, რუდენკო, ლაცევიჩი (74. იგნატიევი), გრულევი (41. პაცევი), ვოლოდკინი, გორბულინი.
სათადარიგოები: ვოლკოვი, ისაევი, იაკოვლევი
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე (63. ოზბეთელაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (55. სპანდერაშვილი), დავითაშვილი (71. ნინუა).
სათადარიგოები: კერესელიძე, გულბანი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ივანიაძე (18), კიკალიშვილი (31), ვოლოდკინი (46), ლუკიანჩიკოვი (47), ლაცევიჩი (75), კასრელიშვილი (80)
არბიტრი: ა. დეივი (ჩრ. ირლანდია).

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
იტალია-ბოსნია 0:1
გოლები: 0:1 ნ. ჰაჯიჩი (65)

III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 2 2 0 0 3-1 6
2. იტალია 2 1 0 1 4-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 2 1-3 0.

ბოლო ტური
20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი")

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
QQ შე ... განაწყენება რა შუაშია შედეგს ვერ ხედავ?მოგეწონა ნაკრები თუ ეს ნაკები კარგად თამაშობს და ეს შედეგიც მოწონს შე ქართული ფეხბურთის მტერი ყოფილხარ რა უნდა განავითარონ და ააღორძინონ ბოსნიას და რუსეთს ვერ უგებთ და გასვლა გვინდა და იქ რო გუნდები მოიყრის თავს იმათ უნდა შევეჭიდოთ ასეთი სიძლიერით შენ თუ ჩვენ გულისტკივილს სხარამეს არქმევ შენ მტერი ყოფილხარ ფეხბურთის შენი მიზანია მარტო შენიანმა ითამაშოს შედეგს რა მნიშვნელობა აქვს ასატიანთან რა უნდათ სად არის ვირუბოვი რობინიო რა არ მოგეწონათ მაგათი თუ 35 სკოლა არ ევასება ვახოს მუჯირს
0
ბოღმით დაწყებული საქმე ტავიდანვე განწირულია,ამათმა კიმოსვლისთანავე რითიც დაიწყესასე ვთქვათ რეზოს კადრების გაშვება იყო
demna
09:12 19-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული