U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა ინგლისელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დათმო.

გიორგი ყიფიანის გუნდმა თამაში ისე დაიწყო, უარესს ვერც წარმოვიდგენდით: უკვე მე-10 წუთზე ინგლისელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე ანრი ჭიჭინაძემ საკუთარ საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია. საჯარიმო ჯოშ ონომამ შეასრულა, "ჩელსის" თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა კი ანგარიში გახსნა.

ონომამ და აბრაჰამმა როლები გაცვალეს - ამჯერად, ასისტენტი აბრაჰამი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კარის ბადე კი "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ონომამ შეარხია.

ეს იყო ერთგვარი ბლიცკრიგი, რის შემდეგაც ინგლისელებმა საგოლე მომენტები კიდევ შექმნეს.
მაგალითად, მე-18 წუთზე გატანა შეეძლო ლუის კუკს, მაგრამ მიზანს ააცილა. მალე კი "მიდლსბროს" მცველის, დაელ ფრაის დარტყმას მეკარე ოთო გოშაძე გადაეღობა და გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.

"ჯვაროსნების" კიპერმა საიმედოდ ითამაშა 36-ე წუთზეც, როცა რეალური საგოლე მომენტი ადამ არმსტრონგს ჰქონდა.

ჩვენები კი მეტოქეს მხოლოდ 45-ე წუთზე დაემუქრნენ, როცა აიზია ბრაუნმა საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძე მოცელა. ჯარიმა შეასრულა გიორგი არაბიძემ, მაგრამ მეკარე ფრედი ვუდმენმა ნახტომში განმუხტა სიტუაცია.

გოშაძემ მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, როცა ორწუთიანი ინტერვალით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა აბრაჰამსა და კუკს, ხოლო შემდეგ - ტეილორ მურს.

ქართველები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ ვუდმენს ვერც მან აჯობა.

თუმცა ყიფიანის ბიჭებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს - ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემის შემდეგ იმედის გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა.

ბოლო წუთზე ისევ ბიძინაშვილმა სცადა ქულის გადარჩენა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა - 1:2.

ერთადერთი, რაშიც ინგლისელებს დიდი უპირატესობით ვაჯობეთ, ყვითელი ბარათებია - არბიტრმა 6 ქართველი გააფრთხილა, ინგლისელი კი - არც ერთი.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი, I ტური
24.03. კარტაია (ესპანეთი)
ინგლისი-საქართველო 2:1

გოლები: 1:0 აბრაჰამი (8. ონომას პასით), 2:0 ონომა (10. აბრაჰამის პასით), 2:1 გოშთელიანი (84. ბიძინაშვილის პასით)
ინგლისი: ვუდმენი - უოლკერ-პიტერსი, ტეილორ მური, ფრაი, ტაფარი მური - მაიტლანდ-ნაილსი, ონომა (79. კონოლი), ბრაუნი (79. ოიო), კუკი - არმსტრონგი, აბრაჰამი.
სათადარიგოები: ჰაუსი, კენი, ლედსონი, ბორტვიკ-ჯექსონი.
მწვრთნელი: ეიდი ბოტროიდი
საქართველო: გოშაძე - ჩაჩუა, ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი, კომახიძე - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (75. სამურკასოვი) - ბერიძე (59. ბიძინაშვილი), მიქელთაძე, არაბიძე (59. არდაზიშვილი) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე, ართმელიძე, კიკნაძე
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილებები: გოშთელიანი (28), ლოჩოშვილი (65), კომახიძე (68), მიქელთაძე (79), ჩაჩუა (85), მამუჩაშვილი (90)
არბიტრი: დ. ოსკანი (ავსტრია).

ესპანეთი-საბერძნეთი 2:0
1:0 კარიკოლი (22), 2:0 მაიორალი (26)

მომავალი მატჩები
26 მარტი
ესპანეთი-საქართველო 15:00
საბერძნეთი-ინგლისი 20:00

29 მარტი
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00

* * *
გუშინვე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის VI ჯგუფში სლოვენიამ 1:0 მოუგო რუსეთს, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გიორგი მელქაძემ გაიყვანა.

რუსების სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა ყიფიანიც. ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

37-ე და 64-ე წუთებზე მელქაძემ სახიფათო "სტანდარტულები" შეასრულა, მაგრამ ორივე ეპიზოდში მეკარემ იყოჩაღა. სლოვენიელებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
არველაძეები და დომენტი რო იყო ხო ვხნავდით მთელ ევროპას.დდ ისე ვისაც რეზის და დომენტის ფედერაცია მოენატრა ეგერაა აფხაზეთში და ჩააკითხოს ასწავლის როგორ უნდა გაფლანგოს მილიონები და მერე მტერთან მოხიოს სადღეგრძელოების და დითირამბების სათქმელად.ყიფიანს კიდე კარგი ბიჭები ყოლია მებრძოლი რადგან ეს ინგლისი ეტყობა ზოგიერთებს მალტაში და ლატვიაში ერევა.
qutaiseli
25 მარტი 2016 21:37
0
ხალხნო, იმის მაგივრად, რომ მადლობა ვუტხრატ ყიფიანს და ბიჭებს, გვერდით დავუდგეთ და ვუგულშემატკივროთ, კრიტიკას და ლანძღვას ვუნდებით. ინგლისი, უძლიერესი ნაკრები, მისი ფეხბურთელები, რომლებიც ყველა წარმატებულ ინგლისურ გუნდში თამაშობს. ნამდვილად კარგი შედეგია, მინიმალური ანგარიშით დამატცხდნენ და გილი გაიტანეს. ყიფიანმა იცის თAვისი საქმე კარგად. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით ხალხის დაფასება. არ იცნობთ, არ იცით რისი გამკეთებელია და აკრიტიკებთ. პირიქიტ, მადლობა გადავუხადოთ ყიფოსაც და ბიჭებსაც. ფეხბურთელი რატომ გამოცვალა- ასე ჩათვალა საჭიროდ და იმიტომ! აცალეთ ამ ხალხს! პატიოსანი და საქმის მცოდნე ხალხია. ერთ დღეში გინდათ ყველაფრის გასწორება? ფეხბურთს და საერთოდ ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც ერთმანეთIს გვერდით დგომას და მარტივად პატივისცემას ვისწავლით! ყიფიანს და ბიჭებს მადლობა და დიდი წარმატებები!!!
gulshematkivari!
25 მარტი 2016 21:01
0
საქართველოში არ ღირს ფეხბურთის თამაში ან ფეხბურთელის შვილი უნდა იყო ან დიდი პატრონი უნდა გყავდეს ტყვილა არ გააცდინოთ ბავშვები ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება ფედერაციაშიც ისეთი ხალხი მოვიდა არველაძეები სანატრებელი გაგვიხდა
maxo
25 მარტი 2016 16:41
0
ვისაც ფეხბურთი კუთხური, მით უმეტეს, ზღვისპირა სპორტი გონია, მართლაც შორს არის ამ სპორტისგან. თბილისის "დინამოს" ყველაზე წარმატებული, 1981 წლის შემადგენლობაში ერთადერთი, ვიტალი დარასელია იყო ზღვისპირა ქალაქიდან-ოჩამჩირედან. ზღვა კი არა, სწორი აღზრდა და დაფინანსება ჭირდება სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებას.
ლევანი
25 მარტი 2016 16:09
0
არც დავბოღმილვარ და არც არავის ვაგინებ. საერთოდ ეგ რა შუაშია. უბრალოდ ცუდია, როცა 17 ან 19 წლამდელებში ესე გვჯობნიან. როგორც წესი მაგ ასაკში დიდი განსხვავება არ არის ხოლმე.
არც ყიფიანს ვაბრალებ არც ამ მთავრობას არც იმას და არც ზღვას, უბრალოდ საქართველოში ფეხბურთზე შვილები აღარ დაჰყავთ. რატომ? იმიტომ რომ ცუდი სიტუაციაა, ცუდი გარემოა, ცუდი ტრენერებია. რატო უნდა გარისკო და საკუთარი შვილი ამ სანაგვეში შეუშვა. სხვა სპორტ რა სპორტი არ არი? ანდა იმეცადინოს, აშკარად განათლებული ხალხის დრო მოდის. (ოღონს არა ქართულ ფეხბურთში).
ჭკუის დამრიგებლებს
25 მარტი 2016 15:34
0
ინგლისი-საქართველო 2-1 რა გინდათ ყიფიანიდან ეგრევე დაამარცხოს ინგლისი.მერე ესპანეთი და მერე მოვთხოვოთ მოგება ბარემ.აცადეთ რას ლანძგავთ ამ ახალგაზრდებს გერმანიასთან რომ წავაგეთ 2-1 მასჰინ რად გაიხარეთ განა მაშინ არ დავმარცხდით?რა ეს ინგლისი ნაკლებია?სიტი,ლივერპული.იუვე და ასე სშემდეგ მანდ ტამასჰობენ ეგ ინგლისის ფეგბურთელები და ნუ ლანდგავტ ახალგაზრდებს.წარმატებები და გისურვებთ წარმატებებს.ზესტაფონი ტქვენთან
მტრებო გააფსით
25 მარტი 2016 14:55
0
ფაქტია და ნუ მედავებით:
გასულა ქუთაისი და ზუგდიდი ზღვაზე ხო იცი შენ,აი ფოთს რო არ ახსენებ საერთოდ ვინ გაწყეინა ასე
kibo
25 მარტი 2016 14:41
0
ზღვა ჩინეთს და ინდოეთსაც საკმარისად აკრავს, მაგრამ ფეხბურთის ბაიბურში არ არიან. არადა დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. რაღაც გალაქტიონის "მესაფლავესავით" ჟღერს ეს მეცნიერული ლოგიკა, თუ მეჩვენება.
........
25 მარტი 2016 14:27
0
ხალხო რამ გაგაღიზიანად,რა მოგდით,საიდან ამდენი ბოღმა და ერთმანეთის მიმართ აუტენლობა და გაუტანლობა,აბა რას ელოდით,რა ინგლისს დავამარცხებდით,ხვალ ესპანეთთან გვაქვს თამაში, მივიღებთ ბუბლიკებს,დღეს ასეთი მდგომარეობაა,ამ დღეში ვართ,როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად,ისე ფეხბურთში,ჩვენ რაგბი და ფეხბურთი ვერ გაგვირჩევია ერთმანეთიგან,ამაზეა კამათი რომელი უფრო პოპულარულია დღეს საქართველოში,როგორ შეიძლება ამის დაშვება,ჯერ ერთი როგორ უნდა შეადარო რაგბი ფეხბურთს,შედარებაც კი დიდი სისულელეა,სად რაგბი და სად ფეხბურთი,სირცხვილია ეს ყველაფერი,ჩვენი მოსახლეობი მცირე ნაწილი,იმედია ასეა,მცირედით კმაყოფილდება,მათ მოგებები აინტერესებთ,ხოლო ხარისხი არა,რაგბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,პირიქით ძალიან მომწონს სპორტის ეს სახეობა,მაგრამ რაგბის ფეხბურთან შედარება და მასთან მიახლოებაც კი არ შეიძლება,თქვენ რა ინფორმაციას არ იღებთ,თქვენ რა ჭურში ცხოვრობთ.
roma
25 მარტი 2016 14:18
0
კუთხურობა ის კი არ არის, რაც მე დავწერე, არამედ ის, რომ ყიფიანმა ნაკრები ძველი პრინციპით, რეგიონალური რესურსის გათვალისწინების გარეშე ჩამოაყალიბა. ასე კი წარმატება არ მოვა. მეგრელი უბრალოდ სამაგალითოდ ვახსენე, ზოგადად კი ზღვისპირეთი ვიგულისხმე. ფეხბურთი ზღვისპირეთის ხალხთა თამაშია. ყველა მსოფლიო ჩემპიონი საზღვაო სახელმწიფოს წარმოადგენს, რაც ზღვისპირეთის ხალხთა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებითა და ტემპერამენტით აიხსნება. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ. მეცნიერულად დასაბუთებული თეორიაა. ასე, რომ ფედერაციამ და მისმა ახლადარჩეულმა მწვრთნელებმა თვალები ფართედ უნდა გაახილონ და მათი მზერა ლიხთ-იმერეთსაც უნდა გადასწვდეს, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი კვლავ უნა რჩებოდეს ქართველ ვარსკვლავთა სამჭედლო ცენტრებად, თუ გვსურს ფეხბურთის რეალური აღორძინება და რეალურად ხელშესახები წარმატებების მიღწევა.
ფაქტია და ნუ მედავებით:
25 მარტი 2016 13:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული