U21. საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მოგება ხელიდან ბოლო წამს გაუშვა

AutoSharing Option
28 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ავდარში გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გაუშვეს - 3:3.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე უკრაინელები წინ ედუარდ სობოლმა გაიყვანა. გეგუჩაძის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს - 22 წუთზე გატანილი გოლით რომან ჭანტურია გამოირჩა.

27-ე წუთზე ანგარიშში კვლავ უკრაინელები დაწინაურდნენ, რომან იარემჩუკის გოლით, თუმცა მასპინძლებმა ისევ სწრაფად გაათანაბრეს - 35 წუთზე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შესვენებამდე კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ქართველი
ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე კიტეიშვილის წაქცევისთვის 11-მეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ხარაიშვილმა უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა. მანამდე სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა...

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ლევან შენგელიას მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით შეეძლო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე უკრაინელებმა მაინც გაიტანეს. გოლით კი უკრაინელთა ქართველი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე 90-ე წუთზე გამოირჩა. საბოლოოდ ფრე - 3:3.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ჯგუფში შეხვედრა 3 ივნისს, სტუმრად შვედეთთან უწევს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
გიამ იცის თავისი საქმის, აქამდე არ აცალეს კაცს ბოლომდე გუნდის აწყობა. მარტლაც რო ძველი დინამო გამახსენა. მადლობა ბიჭებს. გია წარმატებებიი.
kaxa
28 მარტი 2016 22:11
0
გეგუჩაძემ იმედი დამიბრუნა,მადლობა
მურთაზი
28 მარტი 2016 21:46
0
ვაჩიბერიძე!–ბურთის შესანიშნავი ფლობა,პასის ძალიან მაღალი კულტურა...და ეს ბიჭი ქართველმა მწვრთნელებმა დაიწუნეს?(((...ის,ვინც ვაჩიბერიძე დაიწუნა(ბავშვების მწვრთნელი,ასაკობრივების მწვრთნელი) ,საერთოდ ფეხბურთს არ უნდა გააკარო!...სამართალში უნდა მისცე–ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის)
ზაზა
28 მარტი 2016 21:14
0
საღოლ გეგუჩ შეტევა და განწყობა მოიტანე!დაცვასაც დაალაგებ იმედია,ხომ უნდა გამოცადო ფეხბურთელები,ახლა ვინც იმსახურებს იმას ათამაშებ!მთლიანობაში ვისიამოვნე,კარგი იყო ძველი დინამო გამახსენდა
gegucha
28 მარტი 2016 21:13
0
დასანანი კია, რომ გოლების ორი მესამედი ქართველებს გაგვაქვს, ანგარიში კი მაინც საყაიმოა... გეგუჩაძე კი, როგორც წესი, ყველაზე ქართულ, ლაღ, ერთობ თვალსასეირო ფეხბურთს გვთავაზობს. მადლობა მას და ბიჭებს!
ცოტნე დადიანი
28 მარტი 2016 20:51
0
არაფერია,ხარისხი ჩანდა, შესაძლებელია მეტიც, ხარაიშვილი უცბად გაელვების ვარსკვცლავს უფრო აგავს ვიდრე ჩამოყალიბებად პროფესიონალს,როგორც ზივზივაძე და სხვებია არიან.
პერსპექტივა ამ კოლექტივს აქვს.
Guadua
28 მარტი 2016 20:37
0
გუნდი პროგრსირბს. იმედები გაჩნდა!
zaza
28 მარტი 2016 20:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული