U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი მარცხით და ბოლო ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე
დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვენ თუ ასე ყველა წაგებაზე და მიღწეულ ფრეზე ყოჩაღ ვიძახეთ, მაშინ გამოდის არასრულფასოვნები ვყოფილვართ. მონებად და მოჯამაგირეებად ხომ არ გვემუშავა ჩვენს უცხოელ თანაპლანეტელებთან? ფუჰ, შუშანიკის და აბოს დამწერ ხალხს მალე დანა-ჩანგლის ხმარებას დაავიწყებენ.
tengabi
30 მარტი 2016 12:00
0
ასაკობრივ ნაკრებებში ფრით კმაყოფილება ნამდვილად არ არის მოსაწონი, ზრდის პროცესშია ყველა ნაკრები. თან ესპანეთთან რასაც ჰქვია ცალკარა თამაში იყო და უბრალოდ გაძლეს.
dato
30 მარტი 2016 11:17
0
gokkes- არ დაწერო შენი აზრი არავის უთქვამს. როდესაც კომენტარს აკეთებ დაბეჯითებით არ უნდა ამტკიცო. რამდენი გულშემატკივარიცაა, იმდენი აზრია, ამიტომ ხაზგასმით ტქმა რომ ვინმეს აზრია სწორედ ის ერთადერთი სიმართლე არ არის ასე რა. რა თქმა უნდა აზრი ყველას აქვს და მისი გამოთქმის სურვილიც. ესპანეთი როდის ჩამოიტო ე ძაან საინტერესო ამბავია ეგ:) ერთი რამეა ხალხნო, რაც კრიტიკა შეგვიძლია იგივე დოზით გამხნევება და გულშემატკივრობა, გვერდში დგომა რომ შეგვეძლოს მარტო ფეხბურთი კი არა, ქვეყანა აშენდებოდა მთლიანად. რა ტქმა უნდა კრიტიკა და შEნიშVნებიც უნდა იყოს, მაგრამ მუდმივად? თან ხომ ფაქტია, რომ უძლიერეს გუნდებს შევხვდით და იოლად ჩAსაყლაპი და დასაძლევუ მეტოქე არავისთვის აღმოვჩნდით, გოლები უცებ რომ შეეყარათ კარშI და მორჩა. ბევრი დეტალია, საწყისია შესაცვლელი და ვაცალოთ რა ამ ხალხს საქმის კეთება და მერე შევაფასოთ!
achi
30 მარტი 2016 11:06
0
ყველას გული შეგვტკივა საქართველოზე და ნაკრებზე და იმიტომ ვართ უკმაყოფილო, მთავარი შედეგია და დღეს ეს შედეგი ყველაზე უარყოფითია რაც კი ბოლო წლებში გვქონია, ფაქტია მწვრთნელთა გადაადგილებამ კარგი არაფერი მოიტანა, და ესპანეთთან ფრე, გუნდთან რომელიც ასევე ჯგუფში ჩარჩა, დიდი სიამაყის საფუძველი ჩემთვის არ არის.
irakli
30 მარტი 2016 10:40
0
მოკლედ ორივე ნაკრები გავიდა ბოლოზე!ვერცერთმა ვერ მოიგო თუნდაც ერთი თამაში! რაღაზე ვსაუბრობთ???
gokke
30 მარტი 2016 09:53
0
რეებს წერთ და რა შენიშვნებს იძლევით? რას ქვია შენ რასაც ფიქრობ არ დეწეროო? აბა რისთვის ვართ გულშემატკივრები? ფაქტია შედეგი არის ნული!!! რას ამაყობთ ესპანეთთან ფრით? უვე მიიღეთ პასუხი და გაგიმეორებთ! ესპანეთი ჯგუფშიც ჩაგვიტოვებია და ევროპაზე ნახევარფინალშიც გავსულვართ!!!
gokke
30 მარტი 2016 09:52
0
ჩვენმა მესმა არაბიძემ რა ქნა???
rezi
30 მარტი 2016 09:51
0
თუ მასე იდეალური განლაგება იყო მწვრთნელების, მაისურაძე რატო გადადგა ? დარჩენიკიყოს, მეც მგონია რო აირია ორივე გუნდი...
მეს
30 მარტი 2016 00:43
0
ირაკლის - შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე ხარ განაწყენებული.შენ ფიქრობ გასაგებია, მაგრამ ასე არ უნდა წერდე, რომ რასაც შენ ფიქრობ, მართალია. მერწმუნე, შენზე ჭკვიანი ხალხი ზის იქ. პატიოსანი ხალხი და ვისაც გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე, ვინც იცის რა უნდა გააკეთოს, რომ წინ წვიდეს ფეხბურთი
achi
29 მარტი 2016 23:53
0
ირაკლი, მერწმუნე იმაზე მეტი რამ ვიცი და მესმის ფეხბურთში ვიდრე წარმოგიდგენია. უფრო ზუსტად, თავად გახლავართ ფეხბურთლი. ეხლა რაც შეეხება მწრთვნელებს-ის, რომ შენ არ მოგწონს ასეთი განლაგება არ ნიშნავს იმას რომ ცუდია. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ. ერთი და ორი შეკრებით და თამაშით გინდათ Mაქსიმალური შედეგი და ასე არაა. ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი იგივე ფეხბურთელებთან მიმართებაში და ამას უნდა დრო. ტუნდაც მარტივი- ფიზიკური ძალების აღDგენა- იცი რა მექანიზმებია ამისთვის ევროპაში და ეა აქ? უამრავი ნიუანსია, რაც კარგად ვიცით. ასე რომ ეს მწვრთნელები არიან იმისთვის რომ თანდათAნ ყველაფერი თავის ადგილას დააყენონ. ძAლიან ბევრი ნიუანსია და აქ შEუძLებელია ჩამოთვლა. ზუსტად გეგუჩA, ყოფო და მაისურაძე არიან ის ხალხი ვისაც გამოცდილება აქვთ, პატიოსნება და ყველა ის თვისება რაც სჭIრდება ქართული ფეხბურთIს განვითარებას!!!
me
29 მარტი 2016 23:43
0

სიახლეები პოპულარული