U16. საქართველო-რუმინეთი 0:1 - მეორეც წავაგეთ, დარჩა ხორვატია

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე ტურში რუმინეთთან 0:1 დამარცხდა.

შეხვედრამ გურამ ასპინძელაშვილის გუნდის უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ მსაჯებმა გოლი არ ჩაუთვალეს, ბოლო წუთებზე კი მეტოქემ მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების ბურთი შეაგდო.

ტურნირის რეგლამენტით, პირველი ტურისგან განსხვავებით, მწვრთნელებს სულ მცირე, რვა შეცვლა უნდა გაეკეთებინათ და ამიტომ ეს მატჩი გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობებით ჩაატარეს.

გურამ ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეგრელიშვილი, გაბედავა, დარცმელია, დავითაშვილი (ხარშილაძე), ივანიაძე (გულიაშვილი), გრძელიძე (ხარაბაძე), გობრონიძე (გაბუნია), მექვაბიშვილი (ბაბუნაძე), ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი,
კაპანაძე (ბასარია).
სათადარიგოები: ბულისკერია, ჯინჯოლავა, გელაშვილი, ფაღავა.

ტურნირის მეორე მატჩში მასპინძელმა ბულგარეთმა 0:2 წააგო ხორვატიასთან. უეფას განვითარების თასის დასკვნითი დღე 15 აპრილსაა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო ბულგარეთი - რუმინეთს.

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ასაკი ახერხებდა რაღაცას და იმდენი "იმუშავეს"...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12:31 14-04-2016
0
ლორთქიფანიძე დათო სადაა? ხომ იყო ამ ნაკრებში?? ბავშვი იტალიაში თამაშობს,ან ტოკლიკიშვილი რატო არ წაიყვანეთ? სულ გააქვს გოლები,ნონიკაშვილიც არაა ცუდი ბიჭი.დამცვლი სირაძე? ცოტა მიიხედ-მოიხედეთ,არც ეგრე ცუდადაა საქმე
0

სიახლეები პოპულარული