U18. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან განადგურდა

AutoSharing Option
სლოვაკეთში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 25 აპრილს, პირველი ოფიციალური მატჩი აშშ-ის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში რვა ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები A ჯგუფში აშშ-სთან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 26 აპრილს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 28-ში კი უკრაინას დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა აშშ-სთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ჩოჩიშვილი, ომარ ბულუხაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, გაბრიელ საღრიშვილი, ლუკა ფოჩხუა, გიორგი ჩაკვეტაძე, ბექა ქავთარაძე, ლუკა
ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
სათაურად უნდა იყოს: "მორიგ სირცხვილამდე დარჩა X დღე"!

ის მაინც გვეცოდინება, რომ იმ დღეს ინფორმაცია არ უნდა წავიკითხოთ და ნერვრბი არ დავიგლიჯოთ.
გუჯა კახაძე
17:49 26-04-2016
0
გუჯა, ზაზა, ფერნანდო, ვითომ გულშემატკუვარო, ვენდეტა, მურთაზ- სირცხვილი იცით რა არის? თქვენ რომ მართლა ვიტომ გულშემატკივრები ხართ და ამასობაში ბოღმიანი მტრები ხართ, სირცხვილი თქვენი! აშკარაა რატომაც ხართ ასე სულ კრიტიკისა და ლანძღვისკენ მომართული! სირცხვილია!!!
guja, zaza, vendeta, gulshematkuvari, fernando
16:10 27-04-2016
0

სიახლეები პოპულარული