U18. საქართველოს ნაკრები "სლოვაკეთის თასზე" უკრაინას უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
28 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირში მესამე მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს და საბოლოოდ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩი A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებთან, 29 აპრილს უნდა გამართოს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით
კობოური, ლუკა ფოჩხუა, ირაკლი ბუღრიძე, ბექა ქავთარაძე, თომა ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალი ბრძანდებით. ამ ლელოს ჟურნალისტები, მარტო მწარე სათაურებით რომ ერთობიან, მოიძიეთ რას წერდა ამ ასაკობრივ ნაკრებზე ჯერ ესპანეთის და ეხლა სლივაკური პრესა! სხვები აზროვნებენ ლოგიკურად და გვაფასებენ დადებითად, ჩვენები კი ისეთ სტატიას დაწერენ და მერე ისეთი კომენტარებით შეამკობენ ნამეტანი სირცხვილია! ხალხნო სირცხვილია ასეთი ქცევა! დარწმუნებული ვარ, სულ ერთიდაიგივე ხალხი აკეთებს ამას, ისინი, ვინც არასამართლიანად ნაწყენები არიან ეხლანდელ ფედერაციაზე. გეყოფათ, იშიფრებით!!!
giga
23:45 28-04-2016
0
შენ თუ მართლა გულშემატკივარი ხარ ერთხელ მოითხოვე მწვრთნელებთან პრესკონფერენცია!! 8 დღის შეკრებილ გუნდს რას თხოვ , და ეს ლელოს კიდე მოიძიეთ რისთვს ხართ სლოვაკურ პრესაში როგორი ეპიტეტებით ამკობენ ჩვენებს
gulshematkivars
22:49 28-04-2016
0

სიახლეები პოპულარული