U18. საქართველოს ნაკრები "სლოვაკეთის თასზე" უკრაინას უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
28 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირში მესამე მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს და საბოლოოდ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩი A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებთან, 29 აპრილს უნდა გამართოს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით
კობოური, ლუკა ფოჩხუა, ირაკლი ბუღრიძე, ბექა ქავთარაძე, თომა ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
kika შენ ჯერ ქართულად წერა ისწავლე და მერე გადასწვდი ყიფიანს და ვიღაცეებს. შედეგი კი მართლა ცუდია. ისე ძალიან მაინტერესებს სხვა გუნდების ურთიერთშეხვედრები, მაგრამ რატომღაც სპორტალს ზედმეტად მიაჩნია ინფორმაციის მოწოდება.
grisha
17:48 28-04-2016
0
როგორც მაისურაძე გაქრა 17წ ნაკრებიდან ისე ჩუმად უნდა გაქრეს ყიფიანიც რას გავს ასაკობრივი ნაკრებები გეგუჩაძე განვითარების გეგმას იხიოლავს ამ ნაკრებს რა განვითარების გეგმა ჭირდება შეგვაძულეთ ფეხბურთი აღარ გცხვენიათ? დაახვიეთ აქედან
gulshematkivari
21:25 28-04-2016
0

სიახლეები პოპულარული