U16. საქართველო - მოლდოვა 4:0 - ქართველები ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
14 მაისს უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალურ ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა. გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 4-0 დაამარცხეს მეტოქე.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს მთავარი კონკურენტი, ჩეხეთი, ლატვიელებთან 0-2 დამარცხდა და, შესაბამისად, ფინალში ჩვენი გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლებით დარჩიმელია, ბაბუნაძე, დავითაშვილი და გაბუნია გამოირჩნენ.

გურამ ასპინძელაშვილმა მოლდოვასთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

მეგრელიშვილი, გაბედავა, ჯინჯოლავა, ქაფიანიძე (55" ბასარია), ჯავახიშვილი, დავითაშვილი (60" გაბიტაშვილი), ბაბუნაძე (60" ხარაბაძე), გაბუნია, ივანიაძე (55" კაკაურიძე), ლორთქიფანიძე (55" მექვაბიშვილი), დარცმელია (69" ლომიძე)

ტურნირის
ფინალი 15 მაისს გაიმართება და ქართველთა მეტოქე ისრაელის 16-წლამდე გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
რო წაგვეგო, გინებებით იქნებოდა აკლებული აქაურობა. მოვიგეთ და კაციშვილი ხმას არ იღებს. როგორ გვიჭირს ქართველებს კარგის თქმა ერთმანეთზე :(
kestu
13:05 15-05-2016
0
სად შეიძლება ამ თამშის ნახვა ვინმემ არ იცით?
irakli Apkhaidze
13:30 15-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული