გია გეგუჩაძე: ორივე მატჩში მოსაგებად გავალთ მოედანზე

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ორი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი. 1-ელ სექტემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთში გაემგზავრება, 6-ში კი ხორვატიას უმასპინძლებს. გეგუჩაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა 24 აგვისტოს დაასახელა.

- U21: გია გეგუჩაძემ ესტონეთისა და ხორვატიისთვის შემადგენლობა დაასახელა

მოახლოებულ მატჩებზე
სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად უშანსოდ ვართ ჯგუფში, თუმცა მეორე მხარე შეგვიძლია დადებითადაც შევაფასოთ - უფრო თავისუფლად ვითამაშებთ, დავაკვირდებით ფეხბურთელებს, რომლებზეც მომავალ ციკლში იმედებს ვამყარებთ და ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად მრავლადაა.

კარგად
მესმის ამ მატჩების მნიშვნელობა და რადგან შანსი არ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგზე არ ვითამაშებთ. მსგავსი რამ გამორიცხულია! ორივე მატჩში მოსაგებად გავალთ მოედანზე.

არგამოძახებულ ფეხბურთელებზე
რომან ჭანტურიათი დავიწყებ და გეტყვით, რომ საბუთებთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები, რის გამოც ესტონეთთან მატჩში მისი გამოძახება ვერ მოხერხდა, თუმცა შინ გასამართ შეხვედრაში აუცილებლად შემოგვიერთდება.

ვეღარ მოხდა განაცხადში ვერც ანრი ჭიჭინაძე (ქუთაისის "ტორპედო"), რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, თუმცა საკუთარ კლუბში ნაკლებად აქვს სათამაშო პრაქტიკა. ამდენად, მომავალში შევხედავთ - მასზე უარი არ გვითქვამს.

ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თუ ადევნებთ თვალს, ალბათ ნახავდით, რომ ლუკა ზარანდიას დღევანდელი კონდიციები სათანადო დონეზე არ არის. ის მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელია და მისი დიდი იმედი მაქვს მომავალში. ოქტომბერში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე, ვფიქრობ, ზარანდიას აუცილებლად ვიხილავთ გუნდში. მთავარია, მანამდე სათამაშო ფორმა აღიდგინოს...

გიორგი არაბიძეზე
ჩვენთვის მთავარი გუნდური პრინციპია და ვინც გუნდურად თამაშობს და ნაკრებს სჭირდება, ის აუცილებლად იქნება გამოძახებული. არაბიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში გამოგვადგება. ხელი გვაქვს აღებული მასზე და არ გამოვიძახებ-მეთქი, რომ ვთქვა, არაა მასე.

დაცვის პრობლემაზე
დიახ, ადრე ნამდვილად ვახსენე ეს პრობლემა. დაცვა, ისევე, როგორც შეტევა, გუნდურ პრინციპებზეა აგებული. ამდენად, როგორც წინაა დასახვეწი თამაში, ისე უკან - დაცვაში. ვფიქრობთ ამაზე, გუნდის შეკრებისას კონკრეტულ ზომებს მივიღებთ ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მოედანზე გასულმა გუნდმა რაც შეიძლება მეტი გავიტანოთ და რაც შეიძლება ნაკლები გავუშვათ.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა ჩანაცვლება
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლევან გეგეჭკორია ტრავმირებული და მას მოახლოებულ მატჩებში ვერ გამოვიყენებთ, კაკაბაძის არყოფნა დანაკლისია, თუმცა მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელებად თორნიკე კირკიტაძე და გრიგოლ ჩაბრაძე გამოვიძახეთ, რომლებსაც პერსპექტივა გააჩნიათ და მომავალ ციკლში მათაც დავეყრდნობით.

ეროვნულ ნაკრებში იქნებიან გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია და ლაშა დვალიც...

ის ფაქტი კი ნამდვილად მახარებს, რომ ამდენი ფეხბურთელია გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში. ეს მათთვის უდიდესი გამოწვევაა. დვალმა და აბურჯანიამ თავიანთი ადგილები უკვე დაიმკვიდრეს კიდეც.

ვიცი, რამდენიმე ფეხბურთელზე კიდევ არის საუბარი და მომავალში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დააკვირდება მათ და არაა გამორიცხული, გამოიძახოს კიდეც.

ეს ჩვეულებრივი პროცესია. შემცვლელებს რაც შეეხება, ძიების პროცესში ვართ - ვპოულობთ, ვნახულობთ...

ხორვატიას ზესტაფონში ვუმასპინძლებთ?
ეს საკითხი ჯერ ბოლომდე  არ არის გადაწყვეტილი. მცირე ტექნიკური პრობლემები არსებობს და უახლოეს პერიოდში, როცა გვეცოდინება, სად ჩავატარებთ ამ მატჩს, განვაცხადებთ.

თუმცა ვიტყვი, რომ ზესტაფონში თამაში ყოველთვის მახარებს. მომავალში გვსურს არა მარტო ზესტაფონში, არამედ სხვა რეგიონებშიც ჩატარდეს ახალგაზრდული ნაკრების მატჩები. ცხადია, ამის საშუალება უნდა გვქონდეს. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას.

ქართული კლუბების გამოსვლაზე ევროასპარეზზე
გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. კიდევ ვიტყვი, რომ არსებულის ამოწურვა უფრო მეტად შეიძლებოდა, თუმცა ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, ვფიქრობ, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც წლებია უკუსვლას განვიცდით.

ახლა ძალიან ბევრი პროექტი ამუშავდა, რაც მომავალში დიდ იმედებს მაძლევს, რომ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზეც გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. ამას დრო სჭირდება.

რთულია, ჩვენს გულშემატკივარს ლოდინი მოვთხოვო, რომელიც საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს, ობიექტურია, თუმცა მაინც მოთმინებისკენ მოვუწოდებ მათ. მოვა დრო და გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება.

P.S გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში საბა ლობჟანიძეც იხმო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არაბიძე18წლისაა და რა უნდა მოეგო ხალხო ცოტა დაფიქრდიტ რაებს წერთ
გია
26 აგვისტო 2016 20:12
0
რა აჟიოტაჟი ატეხედ ამ არაბიძეზე? რამე მოიგო და გამოგვეპარა თუ რამოდენიმე ჯარიმის გატანით ეროვნულ ნაკრებში ადგილი აქვს დაჯავშნული? ან ჯერ რომელიმე ნაკრებში თუ გახსოვთ მისი კარგი თამაში? ნიჭირება დაამტკიცოს გუნდში და მერე იფიქროს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებზე.
Temo
26 აგვისტო 2016 15:57
0
გია მე მჯერა შენი. ვიცი, რომ პატიოსანი კაცი ხარ და ტყუილად არავის დაჩაგრავ. იმედია არაბიძეც მოეგება გონს.
წარმატებები
namo
26 აგვისტო 2016 11:28
0
ვეთანხმებ აქ მეგობარს,საქართცელოშI არაა დღეს ადამიანი,რომელიც მწვრთნელი,რასაც ჰქვია მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი ი ი ერქვას,არაააააააააა ფაფუ,და არც არაფერი არ იქნება,ჯერ მწვრთნელები უნდა აღიზარდოს და მერე ვნახოთ
otari
26 აგვისტო 2016 07:30
0
მაყურებელი სწორედ რომ ინდივიდუალისტების სანახავად დადის სტადიონზე!ადრე მწვრთნელები შავი ზღვის პლაჟებზე,სოფლებში (მ.ხურცილავა),და ეზოებში პოულობდნენ ნიჭიერ ბავშვებს და მათგან მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ზრდიდნენ.ახლა უკეთესი მინდვრებიც არის,ინვენტარიც,მაგრამ შედეგი ნულთან მიახლოვებული.ტალანტი თუ გამოჩნდა სასწრაფოდ ფული უნდა გაკეთდეს მასზე და მერე თქვან-ზარანდიას კონდიციები არ შეესაბამება ნაკრების დონეს,არაბიძე სათამაშო სქემებს ვერ ერგება და ასე შემდეგ.ბატონებო ბედმა თუ გაგიღიმათ და ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა,როგორიც არაბიძეა,კეთილი ინებეთ და თქვენი სქემები(თუ გაქვთ ასეთი)მას მოარგეთ!ეს ბიჭი ჩემი არაფერი არ არის,უბრალოდ თქვენ ე.წ.სპეციალისტების გამო,ოცდაათ წელზე მეტია საქართთველოში ფეხბურთს ვეღარ ვუყურებთ-დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!!!
პ.ს.კარლო მაცონემ თქვა ერთხელ: "შევარცხვინე ისეთი ტაქტიკური სქემა,რომელშიც რობი ბაჯოს ადგილი არ აღმოჩნდება!"




გულშემატკივარი 50 წლიანი სტაჟით
26 აგვისტო 2016 01:49
0
ძალიან ბევრი პროექტი ამუშავდა, თურმე და გეკითხა ერთი, ბ-ნო ედო, რისი იმედი აქვს ამ კაცს მომავალში, არ დაგაინტერესა? :)
დუდუ
26 აგვისტო 2016 01:18
0
გეგუჩაძე სახში...არაბიძე ნაკრებში
maradona
26 აგვისტო 2016 00:40
0
გია სეხნიები ვართ და არ მინდა დავიჯერო, რომ ცუდი კაცი ხარ, არაბიძეს რატომ არ იძახებ ნაკრებში , გაუგებარია მტელი ქართველი გულშემატკივრისტვის, ეგებ აგვიხსნა, ტალანტების ჩაძირვაძე ხომ არ მუშაობთ ბიჩო!?
giorgi
25 აგვისტო 2016 23:10
0
არაბიზეს რომ არ გამოიზახებენ სირცხვილია ნეტა მასეტი ფეხბურტელები ბევრი გვყვავდეს ეს რა მცვრტვნელები არიან სირცხვილია . ეროვნულ ნაკრებს უფრო გამოადგება და ვაისს მაინც უტხრან რომ გამოიზახოს დასაკარგი ნაგდად არ არის და მიხედონ მასეტ ნიჯიერ ბიჯებს დააფასონ
amirani
25 აგვისტო 2016 22:48
0
არაბიძეზე სულ მალე,ევროპული გრანდები ნადირობას დაიცკებენ. და თქვენ მცვრთნელები,სადაც ახლა ხართ,ისევ იქ იქნებით.უნიჩიერესი თუა,დაუძახე მერე და მიუთითე როგორ იტამაშოს უკეთ გუნდური თამაში,19 ცლის არი ჯერ.აბა რა არი თქვენი მოვალეობა სხვა.
mesi
25 აგვისტო 2016 21:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული