გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან მატჩისთვის "ალბასეტეს" ფეხბურთელი იხმო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში ესპანური "ალბასეტეს" 20 წლის ნახევარმცველი ლადო მოხევიშვილი იხმო.

აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად ამხანაგურ მატჩს ფრანგებთან ჩაატარებს.

მოხევიშვილს "ალბასეტეში" დებიუტი არც ისე დიდი ხნის წინ ჰქონდა. მისი დებიუტი ესპანურ კლუბში 31 აგვისტოს ქვეყნის სათასო შეხვედრაში შედგა, სადაც "ალბასეტემ" "რეალ უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თავის სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 58 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
წინსვლა და გამარჯვება არ მოგგკლებოდეს ლადოო
ika
24 სექტემბერი 2016 03:33
0
griს შეეშვით , წერა კითხვის უცოდინარია, ცოდოა რა. ეგეთს არავინ უსმენს)))
Axali
23 სექტემბერი 2016 13:55
0
ქართულ ფეხბურთში არ არსებობენ ყოვლად უმწიკვლო ადამიანები და ვერც გია გეგუჩაძე იქნება ყოვლად უმწიკვლო.თუ არა და მაშინ ქართულ ფეხბურთს უნდა მოშორებოდა.იმაში კი ,რომ გია ფეხბურთელებს წილში არ ჩაუჯდება ანაც თამაშის სანაცვლოდ ფულს არ ჩამოართმევს ურყევადა ვარ დარწმუნებული და ამაზე ჩემს გულს დავდებ.ისე უმწიკვლო ადამიანს ქართულ ფეხბურთში ჩემდათავად ერთს ვიცნობდი და ეს ადამიანი აცხონოს ღმერთმა მისი სული ბატონი ალიოშა კოტრიკაძე გახლდათ.თამაში კი ქალაქ ჰავრის océan სტადიონზეა
Vep1963
23 სექტემბერი 2016 07:28
0
გრი მოკეტე!! თორემ მოგაკეტინებთ..
Vova
23 სექტემბერი 2016 03:08
0
საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია? ცოტა დასაბუთებულად და ფაქტებით დააკომენტარე და თუ არ შეგიძლია მაშინ საერთოდ გაჩუმდი! სად საფრანგეთის რომელ ქალაქშია თამაში????
gri-s
23 სექტემბერი 2016 00:41
0
ეხლა რაღა მოუგონეს ამ კაცს, ფულს იღებსო.
Fsiuuu
22 სექტემბერი 2016 21:15
0
ეს მწვრნელი უკვე ფულს იტხოს,,ტავის სტაბისგან,,კლუბებსი რომ მივიდეს ფეხბურტელების სანახავად გუნდის ფლობელებს ფინამსურ უზრუნველყოფას ტხოვს
gri
22 სექტემბერი 2016 18:22
0
სულ გამარჯვებები იყოს შენს კარიერაში,ლადო!
სოსო
22 სექტემბერი 2016 18:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული