U19. ოთხთა ტურნირი: საქართველომ ესპანეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
9 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე "ოთხთა ტურნირის" პირველი მატჩი გამართა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა.

ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები იყო, რომელთანაც გიორგი ყიფიანის შეგირდები ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

ანგარიში მატჩის მე-2 წუთზე კარლოს ალენიამ გახსნა. პირველ ტაიმში ესპანელებმა მეორეც გაიტანეს - 30-ე წუთზე თავი ხორდი მბოულამ გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლიც გაიფორმა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 ნომბერს ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რატომ ვერ გავხდით ღირსი ამ რეპორტაჟის ყურების?
geronti
17:18 09-11-2016
0
პასისი პრობლემა, ბუტის გაჩერება, მხოლოდ ნაცნობებზე პასების კეთება, ვისგანაც ველოდი მეტს იმან სირბილი დაიზარა ანუ არაბიძემ და ასე რა მეტი არაფერი იყო ეს ტამაში
0

სიახლეები პოპულარული