გია გეგუჩაძემ ნაკრების შეკრებაზე ორი დებიუტანტი მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოში შეკრებას აგრძელებს და 14 ნოემბერს დასკვნით ტესტ-მატჩს ქუთაისში, "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

გია გეგუჩაძემ შეკრების მეორე ეტაპზე მცირე ცვლილებები მოახდინა: მეკარე ბექა ქურდაძის და ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას ნაცვლად ორ ახალ ფეხბურთელს უხმო.

21-წლამდელებს უკვე შეუერთდნენ ხობის "კოლხეთის" საყრდენი გიგა წურწუმია და "ვიტ ჯორჯიას" შემტევი პაატა ღუდუშაური.

რაც შეეხება იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელ რომან ჭანტურიას, ის ტრავმის გამო დააკლდება ნაკრებს.

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე
(ტორპედო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (კოლხეთი ხ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლუკა იმნაძე (გურია).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს გუნი გავს საქარტველოს ნაკრებს მომცონს გეგუ.ჰანტურია რაგაც სიაფანტობს სულ ტრამვა როგორ უნდა ქონდეს კაცს.
Manoni
16:58 13-11-2016
0
მართალია ეროვნულმა ნაკრებმა გაგვაწბილა, მაგრამ ვინც ჩასაფრებული არაა, ვიცით რომ მუშაობთ. გეგუჩაძე ძალიან სამართლიანი კაცი ხარ და ამაში ეხლა უკვე დავრწმუნდი. ვაისის იმედიც მაქვს. მე მჯერა თქვენი!
zoma
18:55 13-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული