საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქუთაისში "ტორპედოსთანაც" დამარცხდა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ქუთაისში, "ტორპედოსთან" გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ გია გეგუჩაძის გუნდმა ამავე ანგარიშით "საბურთალოსთან" წააგო.

ქუთაისურ შეხვედრაში ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-10 წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, მეორედ კი 21-წლამდელების კარში შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი
14.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საქართველო U21 2:0
გოლები: 1:0 ტუღუში (10), 2:0 ბაბუნაშვილი (20)
ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), კოლინი (გურული, 46), ბურჯნაძე (ბრეგვაძე, 46), ბენაშვილი (ტაბატაძე,46), ქიმაძე (ენდელაძე, 46), მამასახლისი (ფალავანდიშვილი, 36),
ნერგაძე (გაბუნია, 46), გოგუაძე (დოლიძე, 46), ტუღუში (წილოსანი, 46. ქვარიანი, 83), ბაბუნაშვილი (ფურცხვანიძე,46), კაპანაძე (კვერნაძე,46).
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საქართველო U21: კუპატაძე, ჩაბრაძე (ჩააჩუა, 63), ჭიჭინაძე (მარგველაშვილი, 46), ტაბიძე (კაპ), თევზაძე (ნადარაია,46), მამუჩაშვილი, წურწუმია (ბერიძე,46), რუხაძე (იმნაძე, 46), ზარია (ღუდუშაური,63), ხარაიშვილი, მიქელთაძე.
მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ჩაჩუა (64), ტაბიძე (80).
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, ირაკლი კაკაბაძე, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი გეგუჩაძეს პირადად მე რასაც ვაკვირდები ვინმეს დაჩაგვრას ვერდააბრალებ, გვილიაც სწორედ მან ათამაშა პირველად ახალგაზდულში!!
რაც შეეხება წინა თაობასთან შედარებას, 95წლიანები იყვნენ წინა წლებშიც და მომავალ თაობაშიც საუკეთესო და თუ წინა შესარჩევის გუნდი ეხლანდელზე უკეთესი შემადგენლობის იყო მწვრთნელზე მეტად თაობის ბრალია
0
რთულია როცა გუნდში ,,მამიკოების ბიჭები'' თამაშობენ და მათგან რაიმე შედეგს ველით.
აგრეთვე, ბოჭავ იმ მწვრთნელს/მწვრთნელებს, როცა ყველა ასაკობრივ ნაკრებს ერთი ტაქტიკით ათამაშებ :( ძველი U21 ბრწყინვალე გუნდი იყო ამათ ფონზე.

მადლობთ წაკითხვისთვის ! :*
Giorgi
23:17 14-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული