ლუკა გუგეშაშვილი: იმედი გამიჩნდა, რომ იანვრიდან "იაგელონიას" მთავარ გუნდში ვიქნები

AutoSharing Option
ახლახან დასრულებულ თბილისის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სამივე შეხვედრა წააგო და ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ცხადია, ჩვენი ჭაბუკების წარუმატებლობამ ყველას უკმაყოფილების გრძნობა დაუტოვა.

19-წლამდელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი "ლელოს" განვლილ ტურნირზე ელაპარაკა. მიუხედავად ნეგატიური შედეგისა, ის მიიჩნევს, რომ ეს მატჩები, გამოცდილების დაგროვებისა და სამომავლოდ პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობის მხრივ, გუნდს ძალიან გამოადგება.

"ძნელი სათქმელია, რა დაგვემართა. ორი აზრი არ არის, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მაგრამ ასეთი ანგარიშებით არ უნდა წაგვეგო. ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა და გამოცდილებაც. თუმცა, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და
მიმაჩნია, რომ ეს 3 მატჩი კარგად მომზადებასა და საკუთარი პრობლემების გამოსწორებაში დაგვეხმარება", - ამბობს გუგეშაშვილი.

მისი თქმით, გუნდის მთავარი მიზანი საკუთარი ძალის შეფასება იყო და ყველაფრის მიუხედავად, იმედს არ კარგავს, რომ 2017 წელს თბილისში გასამართავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს.

"ეს ოთხთა ტურნირი, უპირველეს ყოვლისა, გუნდის სამომავლო ინტერესს ემსახურებოდა, რათა გამოცდილება მიგვეღო, ტაქტიკა დაგვეხვეწა და შევთამაშებულიყავით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, დაგვედგინა, რა დონეზე ვართ ამ ეტაპზე, რისი ძალა შეგვწევდა და რომელი ნაკლის გამოსასწორებლად უნდა გვემუშავა.

მომხდარს ფეხბურთელებიც გავაანალიზებთ, მწვრთნელებიც და ამაზე დაყრდნობით ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე შედეგზე ორიენტირებულები არ ვიყავით. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატამდე ბევრ ნაკლს გამოვასწორებთ და გულშემატკივარი გაცილებით უკეთეს ნაკრებს იხილავს".

ცნობილია, რომ გუგეშაშვილი პოლონური სუპერლიგის კლუბ "იაგელონიას" მეკარეა, ოღონდ, იქ ჯერ 19-წლამდელებში თამაშობს და იმედოვნებს, რომ მალე ძირითად გუნდში დაწინაურდება:

"საქმეები კარგად ამეწყო, იმედი გამიჩნდა, რომ იანვრიდან თამაშს დავიწყებ და მთავარ გუნდში ვიქნები.

როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყანაში ქართველის, როგორც არაევროკავშირელის, თამაში პრობლემურია. მე კი დამაიმედეს, რომ თამაშის უფლებას მომცემენ და როგორც შეთანხმებულები ვართ, "იაგელონიას" მთავარ გუნდშიც გადამიყვანენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ დიდი სჰრომა მოგიცევს მეკარეს რო დაემსგავსო,
bajo
19 ნოემბერი 2016 21:42
0
ძალიან მინდა რომ მაგარი მეკარე იყო მაგრამ ვერა რა ,ბევრი გაქვს სამუშაო,მოუქნელი,ხაზზე რეაქცია არ გაქვს და რაღაც თავდაჯერებულობა გაკლია
jeki patrioti
19 ნოემბერი 2016 21:22
0
სუპერ მოტამასე ხარ მიაწექი აბა სენ იცი
zyra
19 ნოემბერი 2016 20:44
0
ამისი თამაში გააქვთ ნანახი ნაკრებშიი ? სოფლის მეკარეები სჯობნიან, გულით მაინც ითამაშებენ.. 2 ტაიმში იმდენჯერ შეცდა და იმდენი სისულელე გააკეთა ქუჩის მეკარე ვერ გაბედავდა..
ვაიიიი
19 ნოემბერი 2016 17:10
0
ლუკა ჰოლადიასტასტან მაგრატ იტამასე ესე გააგზელე მაგარი ხარ
alika
19 ნოემბერი 2016 15:53
0
ამ ბიჭს ძალით ათამაშებენ ნაკრებში! არარი ეს კარგი მეკარე და ეს არაერთხელ გამოჩნდა!
pirdapir daweret
19 ნოემბერი 2016 14:51
0
წარმატებები ლუკა იქნებ მომავალში მარტლა შედეგიანი იყოს 19წ თამაშები გულსემატკივრობთ იქნებ გაგვახაროტ
ggggggggg
19 ნოემბერი 2016 11:19
0
სანამ ყიფიანი გეყოლებათ მწვრთნელად ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ.
თენგო
19 ნოემბერი 2016 10:40
0

სიახლეები პოპულარული