ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძეს ზურაბ არზიანის შენარჩუნებაც სურს

AutoSharing Option
ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ირაკლი კომახიძე დატოვებს თუ არა ქობულეთის "შუქურას". კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე 20 წლის მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ადრეც ლაპარაკობდა. ახლა კი, მისი თქმით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

"კლუბსა და ასაკობრივ ნაკრებში ირაკლის პოტენციალი კარგად გამოჩნდა და პროგრესიც დაეტყო. მოლაპარაკება რუსეთის პრემიერლიგის კლუბთან გვქონდა, მაგრამ ყველაფერი 16 იანვრამდე გაირკვევა, როცა "შუქურა" სეზონისთვის მზადებას შეუდგება. თუ უცხოეთში ვერ წავიდა, მაშინ ისევ ჩვენთან ითამაშებს", - ამბობს ჩელებაძე, რომელსაც გუნდის შეკრებაზეც ვკითხეთ:

"10 იანვარს გუჯა ლობჟანიძესა და ლევან გეგეჭკორთან
ერთად თურქეთში გავემგზავრები, სადაც ისინი "ორენბურგთან" ერთად ივარჯიშებენ. "შუქურას" შეკრების საკითხსაც იქვე გავარკვევ".

ჩელებაძემ "ლელოს" საკადრო სიახლეებიც გაუმხილა:

"რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელეთ, რომელთა ნაწილიც უკვე ცნობილია. ჩვენთან ითამაშებენ თავდამსხმელები - ჯაბა დვალი და ზამირ ჯანაშია. ამას გარდა, დავიმატეთ თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი და "ვიტ ჯორჯიას" მცველი გიორგი კალანდია".

ქობულეთელთა დირექტორმა არ დაადასტურა ხმები იმის თაობაზე, თითქოს, გუნდიდან 10 მოთამაშე გაუშვეს:

"ჩვენგან ჯერ მხოლოდ ლევან ანანიძე, გურამ ადამაძე და ბაქარ მირცხულავა წავიდნენ. მათ მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ. ადამაძემ და მირცხულავამ დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ "შუქურამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. თამამად ვიტყვი, რომ მათ გუნდი გადაარჩინეს და გამიხარდება, თუ უკეთეს გუნდს ნახავენ".

ჩელებაძის თქმით, ახლა ზურაბ არზიანის შენარჩუნება სურს:

"იმედი მაქვს, რომ ზურასთან მომავალ სეზონშიც ვითანამშრომლებთ. მიმაჩნია, რომ ის საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგი პიროვნებაცაა.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონისწინა, მოსამზადებელი შეკრება ვერ გაიარა, ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო და გამიხარდება, თუ "შუქურას" 2017 წელსაც დაეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არზიანი კი კარგი მოთამაშეა და მაგაში გეთანხმები მაგრამ ნაკრებში ნამდვილად არ არის საყრდენების დეფიციტი უფრო პირიქით ყველაზე დიდი არჩევანია: კანკავა აბურჯანია გვილია კვეკვესკირი ცინცაძე ხარაიშვილი.. და ასე შემდეგ საკმაოდ დიდი არჩევანია
avto
20:15 09-01-2017
0
არზიანი მართლა კარგი მოთამაშეა, ალბათ ნაკრებში თამაშის შანსიც უნდა მიეცეს. მითუმეტეს, რომ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში კარგი საყრდენი ნახევარმცველების დეფიციტია...
დათო
17:50 09-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული