თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში

AutoSharing Option
"საბურთალო" ახალი სეზონისთვის მზადებას 8 იანვარს შეუდგა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში 21 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე მოემზადება, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს...

შეკრებაზე თბილისური გუნდის მეტოქეთა ვინაობა გარკვეულია: 24 იანვარს "საბურთალო" ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ პლოვდივის "ბოტევს" დაუპირისპირდება, მერე კი უკრაინის პრემიერლიგის კლუბებს შეხვდება: 27-ში მეოთხეადგილოსან "ოლექსანდრიას", ხოლო პირველ შეკრებას პოლტავის "ვორსკლასთან" მატჩით დაასრულებს.

"საბურთალო" ორ უცხოურ შეკრებას გეგმავს და ორივეს - თურქეთში. მეორე შეკრებაზე გუნდი 11-26 თებერვალს მოემზადება. ამ პერიოდში, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. მეტოქეთა
ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

10 იანვარს კი ფეხბურთელებმა ფიზმომზადების ტესტი ჩააბარეს.

გაირკვა, რომ უცხოეთში გამგზავრებამდე "საბურთალო" ერთ ამხანაგურ შეხვედრას თბილისშიც გამართავს - 20 იანვარს "ბენდელაზე" "გაგრასთან" ისპარინგებს. მატჩი 10:30 საათზე დაიწყება.

...ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბაიში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის "საბურთალოს" 3 ფეხბურთელი გამოიძახა: საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, ცენტრალური მცველი თედორე გრიგალაშვილი და მეკარე ოთარ გოშაძე.

ამ უკანასკნელს საინტერესო სათამაშო კარიერა აქვს. "საბურთალოს" აღზრდილი შოთა არველაძესთან "ტრაბზონსფორის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, ორ შესარჩევ ციკლში 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, ხოლო 19-წლამდელებში ზედიზედ სამ კვალიფიკაციაში ითამაშა, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია. სულ გოშაძემ ასაკობრივი ნაკრებების ფორმა 22-ჯერ მოირგო.

აღსანიშნავია, რომ "საბურთალო" ლამის ყველა ასაკობრივი ნაკრების საბაზო გუნდად ითვლება და მისი ფეხბურთელები ყველგან წამყვან როლებში არიან. თუმცა, ქვეყნის პირველ ნაკრებში თბილისური კლუბიდან ფეხბურთელი პირველად მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოხვდა თუ მოახვედრეს?! მთელი წელი ისეთ რეკლამებს უკეთებდით თბილისურ გუნდებს არადა ჩემპიონატში 1; 2; 3 ადგილებზე სულ დასავლეთ საქართველოს გუნდები გავიდნენ და თასიც ტორპედომ მოიგო.
გიო
13:26 11-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული