ფოთის "კოლხეთმა" ავთო ენდელაძე დაიმატა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა - კლუბის ღირსებას ავთანდილ ენდელაძე დაიცავს, რომელიც 2015/16 წლების სეზონში "სამტრედიაში" გამოდიოდა, თუმცა გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდა.

22 წლის მოთამაშემ ქუთაისურ კლუბში პირველი 7 ტური ჩაატარა, თუმცა აშკარად ვერ მოერგო გუნდს და წასვლა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ენდელაძემ ფოთელთა შემადგენლობაში დღეს, 14 იანვარს, "ზამთრის თასზე" ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო ბოლო გადაწყვიტეთ სამტრედიაში გადავიდა თუ ფოთში
George
00:05 15-01-2017
0

სიახლეები პოპულარული