ფოთის "კოლხეთმა" სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა - კლუბის ღირსებას
ავთანდილ ენდელაძე დაიცავს, რომელიც 2015/16 წლების სეზონში "სამტრედიაში" გამოდიოდა, თუმცა გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდა.
22 წლის მოთამაშემ ქუთაისურ კლუბში პირველი 7 ტური ჩაატარა, თუმცა აშკარად ვერ მოერგო გუნდს და წასვლა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ენდელაძემ ფოთელთა შემადგენლობაში დღეს, 14 იანვარს, "ზამთრის თასზე" ითამაშა.