ქართული კლუბების სამზადისი: უამინდობამ სპარინგები ჩაშალა

AutoSharing Option
ქართული კლუბების უმრავლესობა ჯერ საქართველოში ემზადება და პარალელურად, საკონტროლო შეხვედრებსაც ატარებს. თუმცა უამინდობამ რამდენიმე სპარინგი ჩაშალა.

ასე მაგალითად, საგურამოში თბილისის "ლოკომოტივსა" და "ვიტ ჯორჯიას" უნდა ეთამაშათ, მაგრამ მოედანი მთლიანად თოვლით დაიფარა და მატჩი გადაიდო. "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იძულებული გახდა, გუნდი მხოლოდ ფიზიკურად დაეტვირთა.

უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ემზადება გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთთან და იორდანიასთან შეხვედრებისთვის გამოიძახა.

საქ
ართველოში საკმარისი სავარჯიშო და სათამაშო სტადიონები არ გვაქვს და ამ დროს იმის თქმა, გადახურული დარბაზები ავაშენოთო, სასაცილოდ არ ეყოფათ. ფაქტია, რომ დარბაზში ბურთის გაგორება ჩვენთან შეუძლებელია და ქართული გუნდების უმრავლესობას თოვლიანმა ამინდმა გეგმები აურია: ჩვენი მოედნები ისედაც არ ვარგა და კლუბები იძულებულნი არიან, ბურთით ვარჯიშები გამოდარებამდე გადადონ და მხოლოდ სირბილით შემოიფარგლონ...

ასევე გადაიდო 29 იანვარს "სამტრედიასა" და ქობულეთის "შუქურას" შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი. მაგრამ ამ შემთხვევაში უამინდობა არაფერ შუაში იყო. წინა დღეს "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოსთან" ითამაშა და ჩემპიონთან ახალწვეულებით სპარინგი სურდა, რაც სამტრედიელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დილა ჯერ კლასში ემზადება კონსპექტებს წერენ.კარტოზია სად პაპაჩემთან არის?ორი სიტყვა მაინც ტქვი ცოცხებივართო
loma
18:45 31-01-2017
0
გორის დილა თეორიულად ემზადება :)
dila
13:44 31-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული