მიმართვა გორის "დილას" შეფებს: ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ასეც არ ბნელა!

AutoSharing Option
ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, კარგა ხნის წინ უნდა დაგვეწერა ეს წერილი, მაგრამ თავს ძველი ანდაზით ვინუგეშებთ, რომლის მიხედვითაც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არადა, თემა ისეთია, უკვე წაყრუებაც აღარ ივარგებს და ასე რომ გავაკეთოთ, დასტურ სირაქლემას პოზაში აღმოვჩნდებით...

ამ რამდენიმე ხნის წინ გორის "დილას" ახალმა ინვესტორებმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინეს. მას შემდეგ გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელები დაიმატა და...

- დათხოვნილი თანამშრომლები და პასიური საიტი - "დილას" ფანები ინვესტორს შეხვდებიან
- ინვესტორი: ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!

სანთლით
რომ ეძებოთ, ამის იქით ოფიციალურ ინფორმაციას "დილას" თაობაზე ვერსად წააწყდებით. არადა, კლუბში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. კომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი, მოდიან ახალი ფეხბურთელები...

"ლელომ" ყოველივე ამის თაობაზე მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ერთია, როცა გაზეთი ავრცელებს ამ ცნობას, ხოლო მეორე, როცა დუმს კლუბი, რომელიც ვალდებულია, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში ტრანსფერების თაობაზე და სულ მცირე, გუნდის მიერ ჩატარებული საკონტროლო მატჩის შედეგი ამცნოს საზოგადოებას.

ის კი არა, ეს სტრიქონები რომ იწერება, "დილა", დიდი ალბათობით, უკვე თურქეთშია შეკრებაზე და ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა შემადგენლობით გაემგზავრა გუნდი იქ, რომელ მეტოქეებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს და ასე შემდეგ. საღამოს, როცა ეს წერილი იწერება, ამის თაობაზე ინფორმაცია არ არის და მოგვიანებით რომც გამოჩნდეს, ეს ზღვაში წვეთი იქნება იმ ვაკუუმთან შედარებით, ბოლო დღეებში რომ შეიქმნა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: შექმნილ ვითარებაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე "დილას" პრესსამსახურია. ეს ხალხი კლუბში ადრეც მუშაობდა და წლების განმავლობაში კარგად აკეთებდა საქმეს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი კლუბის ახალი ხელმძღვანელობისგან მოდის. მაშინ ეს ჩვენ შორის არსებულ ენობრივ ბარიერს დავაბრალეთ, მაგრამ ახლა იმასაც ვხვდებით, რატომ გააღიზიანა კლუბის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციაზე ჩვენ მიერ დასმულმა რამდენიმე კითხვამ, განსაკუთრებით იმან, "დილას" ბიუჯეტსა და ამბიციებს რომ ეხებოდა.

როგორც ჩანს, "დილას" ახალი შეფები მიიჩნევენ, რომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, სადაც ყველაფერი გაუვათ, სადაც ისინი იქნებიან ახალი საფეხბურთო მოდის კანონმდებლები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თანამედროვე ტენდენციებთან; სადაც ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ კლუბში, როგორც ეს თავად უნდათ.

არა, ბატონებო! მართალია, დღეს ქართულ ფეხბურთში მართლა გვარიანად ბნელა, მაგრამ არც ისე, რომ ერთმანეთისგან თეთრი და შავი ვერ გავარჩიოთ. ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ჩამოხვედით ღრმა საფეხბურთო პროვინციაში, სადაც ახალი ინვესტიციის ხათრით შეიძლება ყველაფერზე დახუჭონ თვალი.

ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ჩვენთან არც ისე ბნელა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ალბათ თვითონ ავტორია მოდერატორი, რომ 2 ჩემი კომენტარი არ გამოაქვეყნა. კარგათ იყავით. ვინც საერთოდ მოგაციოთ ყურადღება... ესეთი დაბალი დონე თუ გქონდათ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ვითომ "ლელო"-ც გქვიათ((
ნოვა ფოსტა
11 თებერვალი 2017 01:34
0
რას ამბობს კაცო? რას ქვია ვისი საქმეა? ქვის ხანაში ვართ?
andros
11 თებერვალი 2017 00:46
0
წელს დილა ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.დ ა ე ლ ო დ ე თ.
junglebi
11 თებერვალი 2017 00:17
0
სათაური წავიკითხე და მეგონა დაშალეს დილა ებრაელებმა. ასეთი უაზრობის წერა როგორ შეიძლება? კლუბი თვიტონ წყვეტს გაავრცელოს ინფორმაცია თუ არა. ვისი რა საქმეა ვინ წაიყვანა შეკრებაზე?
andro
10 თებერვალი 2017 23:48
0
არც ისე ბნელაო?
უკუნია, წყვდიადი...
უშანგი
10 თებერვალი 2017 21:58
0
ბნელია წუთისოფელიიიი უფრო და უფრო ბნელდებაააა.
სოსო
10 თებერვალი 2017 20:19
0
აგეწვა?
avoe
10 თებერვალი 2017 18:46
0
ფიფიას ფული რუსული ფულია ეგრე თუ მიდგა საქმე ეგეთი კუთხით წარსამართ მსჯელობაზე... გინახიათ არა, არამედ გინახავთ..
kalebind
10 თებერვალი 2017 18:30
0
მადლობა მთელი გორის სახელით. შენ ხალხის სათქმელი თქვი!
alekos
10 თებერვალი 2017 18:14
0
და ბატონო ალეკო, მაშინ არ ბნელოდა როცა დინამოში სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს არ გვეუბნებოდნენ? მაშინ არ ბნელოდა გუნდი უაზრო ტრანსფერებს რომ აკეთებდა?
1X
10 თებერვალი 2017 18:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული