მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" თბილისში შეკრებას და გაძლიერებას აგრძელებს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ჩხაიძის თქმით, ცუდი ამინდის გამო გუნდი ლანჩხუთში დაბრუნდება და შეკრებას გრიგოლეთში გააგრძელებს.

ცნობილი გახდა, რომ "გურიამ" ლევან შარიქაძე დაიმატა. 27 წლის ნახევარმცველს აქამდე "ზესტაფონში", "გაგრაში", "სამტრედიაში", "შუქურაში", "საპოვნელაში", "დილასა" და "ლიახვში" უთამაშია.

აქვე ვიტყვით, რომ მერაბ ჟორდანიამ, "ლელოში" გამოქვეყნებული წერილის პასუხად, კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" კომენტარი გააკეთა.

- მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს

"ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი. ყოველთვის მზად ვარ, "გურიას"
ჩემი გამოცდილებით დავეხმარო. თუკი ერთობლივი ძალისხმევით კლუბს ძველ სახელსა და დიდებას დავუბრუნებთ, ეს დიდი სიხარული იქნება", - ამბობს ჟორდანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟორდანიას დანიშვნა რო გაგიხარდება..... :( უკან უკან მივივართ, უზარმაზარი ნაბიჯებით ....
გიორგი
16:46 15-02-2017
0
მე არ ვიცი ეს კაცი მაფიოზია, კორუფციონერია, ცუდი ტიპია თუ კაი ტიპია. მიუშვათ და თუ უნდა რომ "გურია" ააღორძინოს, ღმერთმა გაუმარჯოს. რაც უნდა ის ქნას. ამათ ადგილას რომ ვიყო სტადიონს ვაჩუქებდი
გგგგგგგგგგგგგ
16:29 13-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული