ახალი სქემით და ორი გოლით - თბილისის "ლოკომოტივი" თურქულ შეკრებაზე

AutoSharing Option
"ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი დანიის პირველი დივიზიონის ბინადარ "ჰელსინგორთან" გამართა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

თბილისელებმა საინტერესო სათამაშო სქემა (4-1-4-1) გამოიყენეს. საინტერესოა ისიც, რომ "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი საკონტროლო შეხვედრებში ნიკა ჭანტურიას არა ცენტრალურ მცველად, არამედ საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებს.

ანგარიში პირველ ტაიმში "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი "რკინიგზელთა" კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა ირაკლი კომახიძემ დანიელთა კარი მეორედ აიღო.

ლოკომოტივი: თევდორაძე (70. შეროზია), ღონღაძე (70. ქიმერიძე), ხიდეშელი (70. გაბაძე), რეხვიაშვილი, უბილავა (70. ჩიტეიშვილი), ჭანტურია (70.
ძებნიაური), ნ. ქავთარაძე (70. კიკაბიძე), სამურკასოვი (70. ვარძელაშვილი), დიასამიძე (70. ანდრონიკაშვილი), კომახიძე (70. ბუღრიძე), სიხარულიძე (70. არველაძე).

შეამჩნევდით, რომ გიორგი რეხვიაშვილის გარდა, დევდარიანმა ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი შეცვალა. მთავარ გუნდში ითამაშეს მცველმა აკაკი ქიმერიძემ და ნახევარმცველებმა - ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა და თორნიკე ძებნიაურმა. ეს სამეული დევდარიანმა "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდიდან დააწინაურა. კლუბმა სამივეს სრულფასოვანი, პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა 2020 წლის ბოლომდე.

მეორე ამხანაგურ მატჩს "ლოკომოტივი" 15 თებერვალს, უკრაინის პრემიერლიგელ დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული