12:08 15-02-2017
ქუთაისის "ტორპედო": უგოლო ზავი "დესნას" ქართველებთან [VIDEO]
AutoSharing Option
კობერიძე "დესნამდე" ლანჩხუთის "გურიასა" და "ზუგდიდში" თამაშობდა, ხოლო არველაძე ჩერნიგოველებმა ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დაიმატეს. ის თბილისშია დაბადებული და საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" იზრდებოდა, ხოლო 14 წლისა დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აკადემიაში გადავიდა.
არველაძე იყო გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრებისა და "დნიპროს" დუბლშემადგენლობის წევრი. სამი წლის განმავლობაში უკრაინის პირველი ლიგის "ნაფტოვიკ-უკრნაფტაში" გამოდიოდა, საიდანაც "დესნაში" მიიწვიეს. ამ გუნდის ისტორიაში გასაოცარი ფაქტი აღმოვაჩინეთ: ვიქტორ ბანიკოვის, ანდრეი ბიბას, ალექსანდრ რომანჩუკისა და ანდრეი იარმოლენკოს ყოფილ კლუბს, დაარსების შემდეგ, სულ 13 ლეგიონერი ჰყავდა და მათგან 9 - ქართველი იყო: ყოფილი ტორპედოელები დავით რუხაძე (ამჟამად იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), ნიკა ხელაძე, აგრეთვე, კახა სართანია, ანზორ კავთელაძე, გოჩა გოგოხია, ვიტალი ნავროზაშვილი, გიორგი ფარფალია, პლუს, დღევანდელები - კობერიძე და არველაძე.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, გრიპის ვირუსის გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ გურამ ადამაძე, ანრი ჭიჭინაძე და გაბრიელ საღრიშვილი, ხოლო როინ კვასხვაძე ტრავმირებული იყო.
ჩერნიგოველთა მთავარმა მწვრთნელმა ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ტორპედოელები მეტოქეზე მეტს უტევდნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს, თუმცა რეალიზაცია ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ გიორგი კუხიანიძეს, ნიკა საბანაძეს, ოლეგ მამასახლისსა და ბიძინა მახარობლიძეს.
შესვენების შემდეგ დაწინაურების ყველაზე რეალური შანსი მერაბ გიგაურს მიეცა, როცა გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს. გატანა ჩერნიგოველებსაც შეეძლოთ, მაგრამ მაქსიმე ქვილითაია ფხიზლად იდგა. საბოლოოდ - 0:0.
ტორპედო: მეშველიანი (46. ქვილითაია), ხურცილავა, ტაბატაძე, გურული, ქიმაძე (64. ბურჯანაძე), მამასახლისი, მახარობლიძე (46. ტუღუში), ბაბუნაშვილი (46. დოლიძე), ნ. კვასხვაძე (42. გიგაური) კუხიანიძე (64. ფურცხვანიძე), საბანაძე (64. კაპანაძე).
მორიგ საკონტროლო მატჩს ტორპედოელები 15 თებერვალს, მოსკოვის "დინამოსთან" გამართავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ვერც დღეს მოიგებს ტორპედო!გვინდა ნოდიები, მეგრელაძეები. შენგელეები, ხაჯალიებიმოგვენატრა მათი დრიბლინგები, ელვისებური შესვლა საჯარიმოში
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული