გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 თებერვალს გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. გორელთა ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ახალწვეულმა ლეანდრო რიბეირომ მე-18 წუთზე გაიტანა.

"დილამ" ამით თურქული შეკრება დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მანამდე გორელებმა "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდი და მოლდოვური "მილსამი" ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს.

"დილამ" უკრაინელებთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მუჯრიშვილი (ხაინდრავა, 46), ფოფხაძე (გაგოშიძე, 46), ლეანდრო, ნონიკაშვილი, პაპავა, კირკიტაძე, ალი, ქარქუზაშვილი (კვახაძე, 46), ლეონარდო (წიქარიძე, 46), დერეტი, ეტუ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფეხბურთელები გყავთ გუნდში ვაი ტთქვენ პატრონს . ამ ებრაელ ინვესტორს მრჩეველი არავინ ყავს ? ასე გინდათ რომ შედეგი დადოთ ? რას გავს დაცვის ხაზი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული