ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამოში" სანქციები მკაცრია და ეს კარგიცაა

AutoSharing Option
Sportall.ge თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველ ლევან სალუქვაძეს თურქეთში დაუკავშირდა და საბა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, "დინამოს" მეორე გუნდში ივარჯიშებს.

- კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, საბა ლობჟანიძე ჩამოშორებულია ძირითად გუნდს
- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

ამჟამად ლევან სალუქვაძე გუნდთან ერთად თურქეთში იმყოფება.

- გავიგეთ, რომ მომხდარის მიზეზი ლობჟანიძის კონტრაქტია. ასეა?
- არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ან "დიახ" გიპასუხოთ, ან - "არა". დასრულდება შეკრება, ჩამოვა გუნდი თბილისში და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ.

"დინამო" გამჭვირვალეა საზოგადოებისთვის და აქ არანაირი ინფორმაცია იმალება. უბრალოდ, არ გვსურს ამაზე სოციალური ქსელებითა თუ სხვა საშუალებებით ვისაუბროთ. როგორც კი ჩამოვალთ, დაინიშნება პრესკონფერენცია და შემდეგ ვისაუბროთ ლობჟანიძის საკითხზე.

- გულშემატკივართა ნაწილი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა...
- კი, შეიძლება ზოგიერთი გულშემატკივარი გაკვირვებული იყოს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მოვახდენთ საკითხის დრამატიზებას. მსგავს გადაწყვეტილებას სხვადასხვა დროს უამრავი კლუბი მიმართავს. მერწმუნეთ, რომ ჩამოვალთ, ყველა კითხვას გავცემთ პასუხს.

- ზოგადად, "დინამოში" სადამსჯელო სანქციები რამდენად მკაცრია?
- მკაცრია და ეს კარგიცაა. კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო, ხომ გაგიგონიათ (იცინის)?! რატომ უნდა იჩხუბოს ფეხბურთელმა თამაშის დროს ან რატომ უნდა ჰქონდეს შეკრების ბოლოს ზედმეტი წონა? ყველამ იცოდეს, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დისციპლინას მოითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აბსოლუტურად მართალია, დისციპლინის გარეშე არ გამოვა არაფერი.
goga
17:08 21-02-2017
0
კარგია. თამაშის აზე არ არიან და რამხელა ამბიციები აქვთ
Mishka
17:45 21-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული