11:15 22-02-2017
ორი მშრალი გოლით... თბილისის "დინამომ" ბატე და გვილია დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს მატჩი და პირველივე წუთებზე ორჯერ სახიფათოდაც დაარტყეს - ბექა მიქელთაძის და გიორგი პაპუნაშვილის მცდელობები მეკარე ვერემკომ გაანეიტრალა. საპასუხოდ კი "დინამოს" იური კენდიშმა შეუტია, თუმცა ესეც უშედეგოდ.
თამაშსა და ბურთს უფრო ხშირად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი აკონტროლებდა, შესაბამისად, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა.
მე-18 წუთზე, დინამოელთა ერთ-ერთი შეტევისას, მარჯვენა ფლანგზე ბურთი გუნდში სინჯებზე მყოფმა ბოგდან მიშჩენკომ მიიღო, კარგადაც ჩააწოდა და ბელორუსმა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა დანიშნა 11-მეტრიანი, რომელიც მიქელთაძემ გამოიყენა და "დინამო" დააწინაურა.
ორიოდე წუთში ბატე-ს შეტევას თავით იგივე კენდიში ასრულებდა, მაგრამ დინამოელთა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო ბურთს ადგილზე დახვდა. პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში გაილია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როცა კახა კაჭარავამ მოედანზე ერთბაშად 7 ახალი ფეხბურთელი შეუშვა. ამის შემდეგ, ცენტრში ბურთის კონტროლის მხრივ, "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა მალე ქართველებიც გადარჩნენ...
75-ე წუთზე მშვენივრად ითამაშა საბა თავაძემ - დრიბლინგით აუარა გვერდი მცველებს, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ორიოდე წუთში კი, იმავე თავაძის ჩაწოდების შემდეგ, შეცვლაზე შესული გიორგი კუცია ცდილობდა გატანას, მაგრამ ბატე-ს მეკარემ ბოლო წამს ბურთი კუთხურზე მოიგერია.
82-ე წუთზე დინამოელებმა სპარინგის ანგარიში დააფიქსირეს. მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ - შეტევის მარცხენა ფლანგზე ბურთი დავით კობოურს გადააწოდა, რომლის ჩაწოდებული ბაჩანა არაბულმა თავურით ზუსტად გაგზავნა კარში - 2:0.
დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, სალუქვაძე, გველესიანი, მიშჩენკო, ქარდავა, ნინუა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, კვერნაძე; შეცვლაზე შევიდნენ: არაბული, ზარია, თავაძე, კობოური, ჩადუნელი, მესხი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კუცია.
ბატე (სასტარტო): ვერემკო, ივანიჩი, ჟაუნერჩიკი, რიოსი, რაძინაუ, სტასევიჩი, გვილია, მილოში, პალიაკუ, ხარძიჩუკი, კენდიში.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დინამო" 25 თებერვალს, რუსული პრემიერლიგის ბინადარ ტულის "არსენალთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გილოცავთ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, იქნებ როდისმე დინამოს გულშემატკივრებმაც გაიხარონ. საქართველოს ჩემპიონატი არ მაქვს მხედველობაში.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული