15:59 04-03-2017
ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა "სამტრედიამ" გახსნის მატჩში ქულები დაკარგა [VIDEO]
AutoSharing Option
10-გუნდიანი ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ეროვნული ლიგის პირველი გოლი დავით რაჟამაშვილმა მიითვალა. სამტრედიელთა გარემარბმა მატჩის მე-19 წუთზე შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:0.
სამტრედიელთა უპირატესობის მიუხედავად, "შუქურამ" შესვენებამდე შეძლო გათანაბრება - 41-ე წუთზე, სტუმართა "სტანდარტულის" შემდეგ თავი ლევან საბაძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში ქობულეთელები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა 68-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო მოედნიდან ჯეფინიო გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში გია ცეცაძის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს და ქულები დაკარგეს.
პირველი ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 5 მარტს ჩატარდება.
ეროვნული ლიგა. I ტური
სამტრედია-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 ლევან საბაძე (41).
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (კ), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია, 82), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი, 60), გიორგი მჭედლიშვილი.
შუქურა: აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელაძე (გიგა მამულაშვილი, 64), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია, 90+5), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე, 87), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა.
გაფრთხილება: გოგიაშვილი (15), ართმელაძე (25), სანდოხაძე (30), ჯეფინიო (39, 68), რაჟამაშვილი (55), ჯაფარიძე (90+3),
გაძევება: ჯეფინიო (68)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
სხვა მატჩები
5 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28
თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)
თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
გუნდმა კარგად ითამაშა,კრიტიკულად უმსგავსო იყო მისი მწვრთნელის გაუაზრებელი ტაქტიკა,ის ისევ შეწირულია სულელურ ხედვას დაცვაში და ბურთიც იდიოტური გაუშვა.
ისე კი ეხერხება ცეცაძეს ტორტზე ნეხვის დადება.
2015-16 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩში როცა ვერცხლსი მედლებნი უნდა მიეღოთ ჩასვარა და სიონთან ბოლო თამაში წააგო სრულიად უაზროდ, გარდამავალის ბოლო საშინაო მატჩი ასევე სულელურად ჩასვარა დილასთან,როცა კლუბი საჩემპიონო შერკინებისათვის ემზადებოდა, ახლა კიდე სუპერთასის მონაგებზე ჩემპიონატის გახსნაში ისევ ჩასვარა ყველაფერი.
ეს კაცი ბუნებითაა ალბათ დღესასწაულების გამფუჭებელი :)